დაბა ლაითურში შეხვედრას სპეციალისტებთან ერთად ოზურგეთის თემების მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ესწრებოდა და წყლის პროექტზე ისაუბრა.
_ დიდი ძლისხმევის შედეგად მოვიპოვეთ 5, 2 მილიონი ლარის გრანტი ლაითურელთა პრობლემის მოსაგვარებლად. ერთ თვეში პროექტი ტენდერზე გავა, გაირკვევა მშენებელი კომპანია და 2017 წლის ბოლოს ლაითურში გამართული წყალმომარაგება გვექმნება 30 კილომეტრ შიგა ქსელს გავიყვანთ და ყველა ოჯახი მიიღებს წყალს._ ახალი პროექტი გააცნო ლაითურლებს მერაბ ჭანუყვაძემ. მანვე დაბის გაზიფიცირებაზე ისაუბრა.
_დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის 13 სოფელი არაა გაზიფიცირებული, ხოლო 5 სოფელში გაზიფიცირება არაა დასრულებული. მუნიციპალიტეტს 2000 კმ. შიგა გზები აქვს მოსავლელი. ლაითურში ამ პრობლემის მოგვარებაზეც ვზრუნავთ. დაბის გაზიფიცირების სამუშაოები პირველი სექტემბრიდან დაიწყება.
_ დღეს ლევან ვარშალომიძე იყო ლაითურში და თქვა, რომ ჩვენ ნარუჯის წყალი რომ გავაკეთეთ, ლაითურში უნდა გაგვეგრძელებინა და ამ მთავრობამ არ გააკეთაო, _აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
_ წინა ხელისუფლებამ ლაითურში ის სახლები იხურებოდა, სადაც ნაციონალი აქტივისტი ცხოვრობდა. სულ 7 სახლი გადახურეს. . ჩვენ მოკლე დროში დაბაში 40 მრავალბინიანი სახლი კაპიტალურად გადავხურეთ... მე აქ არჩევნებში გავიმარჯვე და ჩემი ვალდებულებები მაქვს ლაითურელთა წინაშე, რომელსაც შევასრულებ _განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.