დებატის ექო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

დამატებულია: 2016-09-30
picture1

უფასო პოლიტიკური რეკლამა

28 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს ავთანდილ (ზურა) ჩხაიძესა (`ნინო ბურჯანაძე -_ დემოკრატიული მოძრაობა~) და არჩილ თალაკვაძეს (`ქართული ოცნება~) შორის `გურია ნიუსის~ სტუდიაში გამართულ დებატში გამოთქმული ეჭვი, რომ თალაკვაძე რეალურად `ქართულ ოცნებაში~ `ნაციონალური მოძრაობიდან~ პორტირებულ პირთა რიცხვს მიეკუთვნება, ავთანდილ ჩხაიძემ 30 სექტემბერს ოზურგეთის `დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში~ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაასაჯაროვა.

ჩხაიძის თქმით, თალაკვაძის წარსული საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული `ნაციონალური მოძრაობის~ ყველასთვის ცნობილ სახეებთან (ალექსანდრე ლომაია, დავით დარჩიაშვილი, გიორგი ტუღუში), თავისუფლების ინსტიტუტის თუ ჯორჯ სოროსის ფონდის ლიდერებთან.

არჩილ თალაკვაძემ კატეგორიულად უარყო დასახელებულ პირებთან მუშაობის ფაქტი, თუმცა სოროსის ფონდისადმი კეთილგანწყობა და მადლიერება გამოხატა.

ჩხაიძემ ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძის, ხსენებული პირების ბიოგრაფიებისა და ინტერნეტპუბლიკაციების გადახედვა შესთავაზა.

ავტორი: ალიონი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.