ცვლილება, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად

დამატებულია: 2016-10-05
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი ამოქმედდა.

გადაწყვეტილება 5 ოქტობერს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ,,აღნიშნულ საკითხზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება იყო დაწყებული დღეს კი ნორმატიული აქტი იქნა მიღებული რომელიც ოზურგეთის მინიციპალიტეტის ორგანოების დაწესებულებების და მუნციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის ამოქმედებას გულისხმობს.

ჩვენ დღემდე ვხლემძღვანელობდით პროაქტიული გამოქვეყნების წესით მაგრამ ამჯერად ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია ვალდებული იქნება საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია ამ დადგენილების შესაბამისად გამოაქვეყნოს. ეს ხელს შეუწყობს საქმიანობის უფრო მეტ გამჭვირვალობას და საჯაროობას\" განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ.

საკრებულოზე დაიგეგმა ცვლილება რეგლამენტში. საკრებულოს, საკრებულოს კომისიების სხდომების, დღის წესრიგის და სხვა გადაწყვეტილებების შესახებ დაინტერესებულ მოქალაქეებთან ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელ. ფოსტის საშუალებით გაიგზავნება.

აღნიშნული ცვლილება რეგლამენტში, მოქალაქეთა ინფორმირების მუხლში მას შემდეგ აისახება რაც საკითხის ირგვლივ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება. აღნიშნული ცვლილების ავტორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბია\".

აღნიშნული ცვლილება თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდას ემსახურება. პროექტის მიხედვით თითოეულ მომხმარებელთან ინფორმირების სერვისის გამოსაწერად გაფორმდება ანკეტა-მემორანდუმი. ანკეტა-მემორანდუმზე ხელმოწერა შესაძლებელი იქნება ოზურგეთის მინიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდიდანაც.

ავტორი: მარი კოძოევი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.