ოზურგეთის საარჩევნო ოლქში არჩილ თალაკვაძემ გაიმარჯვა

დამატებულია: 2016-10-09
picture1

ოთხი ტელეკომპანია - \\\"იმედი\\\", \\\"საზოგადოებრივი მაუწყებლის\\\", \\\"მაესტროს\\\" და \\\"GDS\\\"-ის ეგზიტპოლების შედეგი ოზურგეთში ასეთია: არჩილ თალაკვაძე 63%, დავით მჟავანაძე 14.1%, ავთანდილ ჩხაიძე 5.4%, თემურ სალუქვაძე 5%.

ოთხმა ტელეკომპანიამ - \\\"იმედი\\\", \\\"საზოგადოებრივი მაუწყებელი\\\", \\\"მაესტრო\\\" და \\\"GDS\\\" 8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ეგზიტპოლი ერთობლივად ჩაატარა.

ტელეკომპანიები გაერთიანდნენ იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებისთვის შეუწყოთ ხელი და მათი მეშვეობით მოსახლეობამ ინფორმაცია არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე შეიტყოს .

ეგზიტპოლის მაღალპროფესიულად ჩატარების მიზნით, ტელეკომპანიებმა საქართველოში მსოფლიოში აღიარებული კომპანია „TNS Opinion“ მოიწვიეს. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციაა, რომელსაც 40-ზე მეტ ქვეყანაში 500-ზე მეტი კვლევა აქვს ჩატარებული. „TNS Opinion“ გაერთიანებულია მსოფლიოს უმსხვილეს საინფორმაციო და საკონსულტაციო ჯგუფში – „Kantar“

კომპანიას ეგზიტპოლების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უკვე 50 წელია, ეგზიტპოლებს ევროპასა და აზიის ქვეყნებში ატარებს, მათ შორისაა საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ჰოლანდია, შვედეთი, დანია, ესპანეთი და სამხრეთ კორეა. გერმანიაში კომპანიას 78 ეგზიტპოლი აქვს ჩატარებული.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.