ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები არ გამოუქვეყნებია, პირველადი წინასწარი მონაცემებით კი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის სავარაუდო შემადგენლობა უკვე ცნობილია.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანო 150 წევრისგან შედგება, სადაც 77 დეპუტატი პროპორციული სიის შედეგად არჩეულია, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული სიით.
არჩევნების პირველადი მონაცემებით, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ პროპორციული სიით გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, აკაკი ზოიძე, თამარ ხულორდავა, რომან კაკულია, სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, კახაბერ კუჭავა, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ზვიადი ძიძიგური, გია ჟორჟოლიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, ირაკლი კოვზანაძე, რუსლან პოღოსიანი, მახირ დარზიევი, არჩილ ხაბაძე, ლერი ხაბელოვი, სამველ მანუკიანი, ვიქტორ ჯაფარიძე, ნუკრი ქანთარია, ისკო დასენი, დიმიტრი სამხარაძე, ვანო ზარდიაშვილი, შოთა შალელაშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი, მირიან წიკლაური, გიორგი კახიანი, რევაზ არველაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიგა ბუკია, თეიმურაზ კოხრეიძე, თეიმურაზ ჭკუასელი, სვეტლანა კუდბა, რატი იონათამაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ენძელა მაჭავარიანი და გია ბენაშვილი მოხვდებიან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მომავალ პარლამენტში დავით ბაქრაძე, სანდრა ელისაბედ რულოვსი, ელენე ხოშტარია, რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, გიორგი ტუღუში, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, სერგო რატიანი, გიორგი კანდელაკი, ლელა ქებურია, გიორგი ბოკერია, კობა ნაყოფია, ირმა ნადირაშვილი, მამუკა ჩიქოვანი, თინათინ ბოკუჩავა, რამაზ ნიკოლაიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლაშა დამენია, ხათუნა გოგორიშვილი, თენგიზ გუნავა, ზაზა კედელაშვილი, აზერ სულიემანოვი, გიგი წერეთელი და აკაკი ბობოხიძე შევლენ.
რაც შეეხება ბარიერგადალახულ მესამე პარტიას, პარლამენტში დეპუტატის მანდატს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გიორგი ლომია, გელა მიქაძე და ემზარ კვიციანი ჩაიბარებენ.
მაჟორიტარული სისტემით მომავალ საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნებიდან“ ზაზა ხუციშვილი, მამუკა მდინარაძე, ნინო გოგუაძე, გიორგი ვოლსკი, ირაკლი შიოლაშვილი, სავალან მირზოევი, გოდერძი ჩანქსელიანი, გოგი მეშველიანი, კახაბერ ოქრიაშვილი, რუსლან გაჯიევი, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი თოთლაძე, გედევან ფოფხაძე, ენზელ მკოიანი, ელგუჯა გოცირიძე, პაატა კვიჟინაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, გრიგოლ მიქელაძე, ცოტნე ზურაბიანი, გოჩა ენუქიძე, არჩილ თალაკვაძე, ოთარ დანელია, ანზორ ბოლქვაძე მოხვდებიან.
რაც შეეხება დარჩენილ დასაკომპლექტებელ 50 ადგილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, გამარჯვებული კანდიდატების გამოსავლენად, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
50 ოლქში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მაჟორიტარობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. შესაბამისად, მეორე ტურის აუცილებლობის საკითხი დადგა. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს ის ორი კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს.
წინასწარი მონაცემების თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობას შემდეგი კანდიდატები მიიღებენ:
დამოუკიდებელი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ -ნიკოლოზი რურუა; „ქართული ოცნება“ - ბიძინა გეგიძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - ელენე ხოშტარია; „ქართული ოცნება“ - ლევან გოგიჩაიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ - სევდია უგრეხელიძე; „ქართული ოცნება“ - ბექა ოდიშარია და „ნაციონალური მოძრაობა“ - ირაკლი აბესაძე; „ქართული ოცნება“ - ირაკლი აბუსერიძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი ონიანი; „ქართული ოცნება“ - დავით ჭიჭინაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - ბესიკ კვიციანი; „ქართული ოცნება“ - ბექა ნაცვლიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ - ზაზა კედელაშვილი; „ქართული ოცნება“ - გიორგი მოსიძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - ირაკლი ნადირაძე; „ქართული ოცნება“ - მარიამ ჯაში და „ნაციონალური მოძრაობა“ - დათო ჟღენტი; „ქართული ოცნება“ - შოთა ხაბარელი და „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი ხახნელიძე; „ქართული ოცნება“ - ზაზა პაპუაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ - დავით ნაფეტვარიძე; „ქართული ოცნება“ - ივლიანე წულაია და „ნაციონალური მოძრაობა“ - ირაკლი დვალი; „ქართული ოცნება“ - სოფიო კილაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - მურმან თხელიძე; „ქართული ოცნება“ - მიხეილ ყაველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ - მამუკა გუგეშაშვილი; „ქართული ოცნება“ - ზაზა გაბუნია და „ნაციონალური მოძრაობა“ - ლერი დემეტრაშვილი; „ქართული ოცნება“ - კობა კობალაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - ალექსანდრე ჩაფიჩაძე; „ქართული ოცნება“ - ლევან კობიაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ - სერგო რატიანი; „ქართული ოცნება“ - ლევან კობერიძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი ბარამიძე; „ქართული ოცნება“ - რომან მუჩიაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი; „ქართული ოცნება“ - დავით სონღულაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი ღვინიაშვილი; „ქართული ოცნება“ - გურამ მაჭარაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ - გურამ კაკალაშვილი; „ქართული ოცნება“ - ირაკლი სესიაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი ბოტკოველი; „ქართული ოცნება“ - გელა სამხარაული და „ნაციონალური მოძრაობა“ - შაქრო ტერტერაშვილი; „ქართული ოცნება“ - პაატა მხეიძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - მამუკა ჩიქოვანი; „ქართული ოცნება“ - გიორგი ბეგაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - დავით კირკიტაძე „ნაციონალური მოძრაობა“ - აკმამედ იმამკულიევი და „ქართული ოცნება“ - თამაზ ნავერიანი; „ქართული ოცნება“ - დიმიტრი ხუნდაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი - ცეზარ ჩოჩელი; „ქართული ოცნება“ - ირაკლი მეზურნიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ - ნუგზარ ნონიაშვილი; „ქართული ოცნება“ - იოსებ მაკრახიძე და „თავისუფალი დემოკრატები“ - ირაკლი ალასანია; „ქართული ოცნება“ - თენგიზ ხუბულური და „ნაციონალური მოძრაობა“ - ბადრი ბასიშვილი; „თოფაძე - მრეწველები“ - სიმონ ნოზაძე და „ქართული ოცნება“ - ვალერი გელაშვილი; „ნაციონალური მოძრაობა“ - ვაჟა ჩიტაშვილი და „ქართული ოცნება“ - გიორგი კოპაძე; „ქართული ოცნება“ - გენადი მარგველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი თევდორაძე; „ქართული ოცნება“ - დიმიტრი მხეიძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - აკაკი ბობოხიძე; „ქართული ოცნება“ - კობა ნარჩემაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი წერეთელი; „ქართული ოცნება“ - კობა ლურსმანაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი რობაქიძე; „ქართული ოცნება“ - შალვა კიკნაველიძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - ბეჟან ბუცხრიკიძე; „ქართული ოცნება“ - სულხან მახათაძე და „თავისუფალი დემოკრატები“ - თეიმურაზ გაფრინდაშვილი; „ქართული ოცნება“ - ნინო წილოსანი და დამოუკიდებელი დეპუტატი - აკაკი ჩხაიძე; „ქართული ოცნება“ - ირაკლი ხახუბია და „ნაციონალური მოძრაობა“ - ბექა ბასილაია; „ქართული ოცნება“ - ირაკლი ბერაია და „ნაციონალური მოძრაობა“ - კობა ნაყოფია; „ქართული ოცნება“ - მერაბ ქვარაია და „ნაციონალური მოძრაობა“ - ლევან კონჯარია; „ქართული ოცნება“ - ირაკლი ბერაია და „ნაციონალური მოძრაობა“ - მამუკა ჭოხონელიძე; „ქართული ოცნება“ - ედიშერ თოლორაია და „ნაციონალური მოძრაობა“ - სანდრა ელისაბედ რულოვსი; „ქართული ოცნება“ - გოგა გულორდავა და „ნაციონალური მოძრაობა“ - ლევან ქარდავა; „ქართული ოცნება“ - ფატი ხალვაში და „ნაციონალური მოძრაობა“ - მირდატ ქამადაძე; „ქართული ოცნება“ - ლევან ბეჟანიძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი კირთაძე; „ქართული ოცნება“ - მუხრან ვახტანგაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - თეიმურაზ დუმბაძე; „ქართული ოცნება“ - კობა ნაკაიძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - ჯანსუღ ჯინჭარაძე; „ქართული ოცნება“ - ილია ნაკაშიძე და „ნაციონალური მოძრაობა“ - მიშა ბოლქვაძე.
აღნიშნულ ოლქებში ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატები პარლამენტში დარჩენილ 50 ადგილს შეავსებენ.