ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთი დაბისა და 5 სოფლის (ნასაკირალი (2 უბანი), ძიმითი, ნაგომარი, ჯუმათი, სილაური, ბაილეთი), ამომრჩეველი ხმას #60 მაჟორიტარი ოლქში მეორე ტურში გასულ კანდიდატებს ნინო წილოსანს (#41, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) და დამოუკიდებელ კანდიდატს აკაკი ჩხაიძეს (#41) მისცემენ. თუ როგორ წარიმართა არჩევნების პირველი ტური, რა გამოწვევები აქვს მეორე ტურს, ამაზე გაზეთ „ალიონს“ ლანჩხუთის #61 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ქალბატონი თამარ ბისიეშვილი ესაუბრა:
_ #60 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 78 უბანია გახსნილი. აქედან ოზურგეთში 7 უბანი, ჩოხატაურში _ 38, ლანჩხუთში _33 უბანი. ამ საარჩევნო ოლქში 50 261 ამომრჩეველი ირიცხება. მაჟორიტარებიდან არჩევნების მეორე ტურში ნინო წილოსანი და აკაკი ჩხაიძე გავიდნენ. _ძირითადად რა დარღვევები დაფიქსირდა უბნებზე და რამდენი საჩივარი შემოვიდა საოლქო-საარჩევნო კომისიაში.
_ჩვენს ოლქში მხოლოდ პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა. საოლქო კომისიაში სულ 16 საჩივარი შემოვიდა, საიდანაც 2 სრულად დავაკმაყოფილეთ, 4-ნაწილობრივ.
ჩოხატაურის ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო ბიულეტენის ყუა არ იყო დალუქული. საჩივარი „სამართლიანმა არჩევნებმა“ შემოიტანა.
ასევე დავაკმაყოფილეთ „ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობის“ საჩივარი, რომელიც ლესის #10 საარჩევნო უბანზე მომხდარ დარღვევას შეეხებოდა. უბნის კომისიის თავმჯდომარემ ხელმოწერის გარეშე დატოვა შემაჯამებელი ოქმი.ნაწილობრივ დავაკმაყოფილეთ საიას მიერ შემოტანილი საჩივარი, რომელიც ქ. ლანჩხუთის #37 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას შეეხებოდა. შემაჯამებელ ოქმს არ ჰქონდა ბეჭედი დასმული.
_ როგორი იყო ამორჩევლების აქტივობა 10 ოქტომბერს?
_საკმაოდ კარგი. არჩევნებზე ამორჩევლების 65,7 პროცენტი მივიდა და მისთვის საურველ პარტიას თუ კანდიდატს მისცა ხმა. არჩევნების ეუთოს და სხვა საერთაშოროსო მისიის დამკვირვებლები ესწრებოდნენ და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
_როგორ ემზადებით არჩევნების მეორე ტურისათვის.
- გვაქვს საკმაო გამოცდილება, რომ არჩევნების მეორე ტური კვლავ მშვიდ გარემოში გაიმართოს. ვატარებთ ტრენინგებს. ამომრჩევლებს უბნებზე ხმის მისაცემად სასურველი გარემო დახვდებათ. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია...
ესაუბრა
ნუგზარ ასათიანი