მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სტუდენტებს შეხვდა

დამატებულია: 2016-10-23
picture1

უფასო პოლიტიკური რეკლამა

დღეს, 23 ოქტომბერს,მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში სტუდენტებს შეხვდა.შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ნინო წილოსანი 30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში იღებს მონაწილეობას.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალგაზრდებს გურიის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ესაუბრა.

შეხვედრის დროს მან აქცენტი გააკეთა ახალგაზრდულ საკითხებზე. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის ბევრი საინტერესო პროქეტის განხორციელებას გეგმავს. პირველ რიგში მისთვის მიშვნელოვანია ახალგაზრდების რეგიონში დაბრუნების საკითხი, რადგან ხშირ შემთხვევაში ისინი სწავლის დასრულების შემდეგ რჩებიან დედაქალაქში. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აპირებს ორასი ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, აქედან ნაწილი გურიაზე გადანაწილდება. სწორედ ეს შეუწყობს ხელს ახალგაზრდების დასაქმებას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში მათ თანამონაწილეობას.

ნინო წილოსაი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდები 30 ოქტომბერს მივლენ თავიანთ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირებენ საკუთარ არჩევანს.

ავტორი: გიორგი ასათიანი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.