ფასიანი პოლიტიკური რეკლამა
_ რას გვეტყვით „ქართული ოცნების“ კანდიდატზე ნინო წილოსანზე, რომელიც მეორე ტურში განაგრძობს ბრძოლას. თქვენ თქვით, რომ მასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გექნებათ.
_ ნინო წილოსანი არის ახალი თაობის ლიდერი, - ქალი წარმატებული საქმიანობის გამოცდილებით და კარგი განათლებით. ადამიანი, რომელიც მისი კონკურენტებივით პარლამენტში კეთილდღეობის და პრივილეგიებისთვის არ მოდის. ის უკვე წარმატებულია და ახლა აქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ ეს წარმატება ლანჩხუთსა და ჩოხატაურს მოუტანოს.
როცა საქმე გურიის განვითარებას ეხება, მე თანამშრომლობა მხოლოდ ნინო წილოსანთან წარმომიდგენია _ ის პასუხობს თანამედროვე პოლიტიკის მოთხოვნებს და გამოწვევებს.
_ მის კონკურენტ კაკო ჩხაიძეზეც გვითხარით თქვენი მოსაზრება...
_ დღეს საზოგადოების დაკვეთა არის მომავლის ლიდერები და თანამედროვე ხელისუფლება _ ეს დადასტურდა კიდეც პირველ ტურში. დრო, როდესაც ბატონი კაკო საქმეს აკეთებდა, უნდა გვახსოვდეს და პატივი უნდა ვცეთ წარსულს, თუმცა საქმის გაკეთება დღეს და ხვალ შეუძლიათ ნინო წილოსანს და მისნაირ ადამიანებს _ ხალხს ყველაზე მეტად ახლა სჭირდება პასუხები აწმყოსა და მომავალზე. ნინო არის უკეთესი მომავლის ადამიანი. ბატონ კაკოს აქვს გამოცდილება, თუმცა ეს გამოცდილება მთლიანად კარგი არ არის და ეს საზოგადოებას კარგად ახსოვს.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა გაზარდა ამ არჩევნებში ქალთა მონაწილეობა და როლი პოლიტიკაში და ნინოს თავის ოლქში ქალი ამომრჩევლების დიდი მხარდაჭერაც აქვს.
_ ამბობენ რომ „ნაციონალური მოძრაობის“კოორდინატორებმა აკაკი ჩხაიძის მხადაჭერის დავალება მიიღეს. იმასაც ამბობენ, რომ ახლახანს ოზურგეთში იმყოფებოდა მიხეილ მაჭავარიანი, რომელმაც ჩხაიძესთან მოლაპარაკება გამართაო. თქვენ რას გვეტყვით ამის შესახებ?
_ ცხადია, ეს მხოლოდ მეტ შეკითხვებს აჩენს კაკო ჩხაიძის კანდიდატურის მიმართ. თუ ის მზად არის, შეიცვალოს ერთ კვირაში და თავისი საქმიანობა დაუკავშიროს ძალას, რომელსაც წინა პერიოდში ემიჯნებოდა, ეს რიგით ამომრჩეველს უჩენს უნდობლობას, რამდენად პრინციპული ადამიანია და მომავალში კიდევ რამდენჯერ შეცვლის პოზიციებს საკუთარი მიზნის მისაღწევად. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები შეიძლება მას რამეს ჰპირდებიან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ადამიანები არიან, ვინც მთელი მოსახლეობის მოტყუებას ცდილობდნენ და ბატონ კაკოს რატომ ვერ მოატყუებენ... თან რა მხარდაჭერას ჰპირდებიან, როცა თავად ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მეორე ტურშიც ვერ გავიდნენ, ოზურგეთში კი პირველივე ტურში დამარცხდნენ?
_ პირველი სამი საკითხი, რომელთა ინიცირებასაც პარლამენტში აპირებთ...
_ სწორედ ამაზე მუშაობს უკვე ჩვენი გუნდი - ჩვენი პირველი ინიციატივები, მაღალი ალბათობით, ეფექტური მთავრობის ფორმირებას, ეკონომიკურ რეფორმებს, განათლების სისტემას და სივრცით მოწყობას დაუკავშირდება.
_ როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის განსახორციელებლად 4 წელი გეყოფათ?
_ გასულ 4 წელიწადში ჩვენ შევძელით, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროში მოსახლეობისთვის აუცილებელი პირობები შეგვექმნა; შევძელით, დაგვეცვა საკუთრების უფლება და მეწარმეთა ინტერესები; შევძელით ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფა. შემდეგი 4 წელი ყოველი დღე დაეთმობა ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილების შექმნას. არის თუ არა საკმარისი დრო? ამ შეკითხვას ჩვენ ვუპასუხებთ საკმარისი წარმატებით.