სოფელ ნაგომარში „ნაციონალები“ არჩევნების მეორე ტურს არ აკვირდებიან

დამატებულია: 2016-10-30
picture1

დღეს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ლანჩხუთი-ჩოხატაურის #60 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის #39 ნაგომრის საარჩევნო უბანში დილის 11 საათისათვის 148 ამომრჩეველი გამოცხადდა.

საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჯონი კვასტიანის თქმით, საარჩევნო პროცესი საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით მიმდინარეობს:

_„უბანი დროულად გაიხსნა. 8 საათზე თავისი პილიტიკური ნება გამოხატა პირველმა ამომრჩეველმა. 11 საათისთვის 148 ამომრჩეველმა ხმა მისცა თავიანთ სასურველ კანდიდატს. სულ უბანში 905 ამომრჩეველია.

პირველ ტურში აქტუალობამ 63% შეადგინა, ჩემი აზრით, ეს მაჩვენებელი მეორე ტურშიც შენარჩუნდება“. „ალიონი“ საარჩევნო უბნებში დამკვირვებლებსაც გაესაუბრა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის სალომე სანიკიძის თქმით, ჯერჯერობით რაიმე დარღვევა არ დაფიქსირებულა.

_„არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ჯერჯერობით რაიმე დარღვევა არ დაფიქსირებულა.“

ჩვენი იქ ყოფნის დროს უბანში არ აღმოჩნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი:

_„ენმ“-ის დამკვირვებლები ჩვენთან ჯერჯერობით რეგისტრაციაში არ გატარებულან“-გვითხრა საუბნო კომისიის მდივანმა ნატო კბილიანაშვილმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.