ძიმითს არ სძინავს, აქტიურობა საკმაოდ მაღალია

დამატებულია: 2016-10-30
picture1

ლანჩხუთი-ჩოხატაურის #60/60 მაჟორიტარი ოლქის #52 ძიმითის საარჩევნო უბანში დღის 1 საათისთვის 320 ამომრჩეველი იყო გამოცხადებული. საუბნო კომისიის თავმჯდომარის მურმან სალუქვაძის ინფორმაციით, ძიმითში სულ 1469 ამომრჩეველია, საიდანაც 8 ოქტომბერს , არჩევნების პირველ ტურში 970 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნინო წილოსანმა 425 ხმა მიიღო, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს აკაკი ჩხაიძეს მხოლოდ 146 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

_„წინა ტური უფრო დაძაბული იყო. ძიმითში ძირითადი ბრძოლა „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“კანდიდატებს შორის გაიმართა და „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებით დამთავრდა, თუმცა მან ვერ გადალახა ბარიერი (50%-ს პლუს ერთი ხმა)“_განაცხადა მურმან სალუქვაძემ.

ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის დამკვირვებელმა ავთანილ კალმახელიძემ გაზეთ „ალიონთან“ განაცხადა, რომ როგორც წინა, ისე ამჟამინდელი არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

აქვე შევხვით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ არჩილ თალაკვაძეს (უკვე პარლამენტის დეპუტატი), რომელმაც ღნიშნა, რომ ძიმითში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და აქტივობაც მაღალია, რასაც ვერ ვიტყვით ნასაკირალზე:

_„თუ ძიმითში მოქალაქეთა აქტივობა მაღალია, ამას ვერ ვიტყვით ნასაკირალის საარჩევნო უბნებზე. დილის საათებში აქ მოქალაქეთა აქტივობა ძალიან დაბალი იყო“-განაცხადა მან.

გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამომრჩევლებს, მათთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერად დღის 15 საათისათვის ორგანიზებულად მოიყვანენ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.