ლანჩხუთი-ჩოხატაურის #60/60 მაჟორიტარული ოლქის #19 ბაილეთის საარჩევნო უბანში დილიდან ამომრჩეველთა ნაკადი არ წყდება. ამ დროისათვის (16.30 სთ) 968 ამომრჩევლიდან საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა 500-ზე მეტმა ამომრჩეველმა. პროცენტული მაჩვენებლით ბაილეთი აშკარად უსწრებს მეორე ტურში მონაწილე სხვა საარჩევნო უბნებს.
ამომრჩეველთა აქტივობა აქ პირველ ტურშიაც მაღალი იყო. 655 ადამიანმა გამოხატა თავისი პოლიტიკური ნება და ხმა მისცა თავის სასურველ პარტიასა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს. დამკვირვებელთა თქმით, ბაილეთში არჩევნები მშვიდად და ყველანაირი დარღვევის გარეშე მიმდინარეობს:
_„ბაილეთელები საოცრად მოწესრიგებული ხალხია. როგორ 8 ოქტომბერს, ისე მეორე ტურში ამომრჩეველთა დიდი აქტიურობაა და რაც მთავარია, მშვიდ ვითარებაში, ყველანაირი კანონის დაცვით მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი“-გვითხრა დამოუკიდებელი კანდიდატის, აკაკი ჩხაიძის წარმომადგენელმა ლალი ჩანქსელიანმა. 8 ოქტომბრის არჩევნებში ბაილეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო წილოსანმა 304 ხმა მიიღო; დამოუკიდებელმა კანდიდატმა აკაკი ჩხაიძემ_230; 58 ხმით მესამე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნინო კვიტაიშვილი.