„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი სილაურის საარჩევნო უბანში მიმდინარე კენჭისყრის პროცესს დადებითად აფასებს.

დამატებულია: 2016-10-30
picture1

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ასმათ ქარქაშაძე, რომელიც ამ ორგანიზაციას ლანჩხუთიდან წარმოადგენს, #44 სილაურის საარჩევნო უბანში მიმდინარე კენჭისყრის პროცესს დადებითად აფასებს:

_„დილიდანვე აქ ვარ და ვაკვირდები მიმდინარე პროცესებს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროისთვის,ახლა კი 17 საათი და 42წუთია, კენჭისყრის პროცესში ვერანაირი დარღვევა ვერ შევამჩნიე.

არჩევნები წარმოუდგენლად მშვიდად მიმდინარეობს. ამომრჩეველს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს თავისი პოლიტიკური ნება და ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს. სულ სხვა თემაა, ვინ იქნება ეს კანდიდატი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნინო წილოსანი თუ დამოუკიდებელი კანდიდატი აკაკი ჩხაიძე.

მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად“.

სოფელ სილაურში კენჭისყრის დამთავრებამდე ერთი საათით ადრე ხმა მისცა 401 ამომრჩეველმა. სოფელში სულ 830 ამომრჩეველია.

8 ოქტომბერს აღნიშნულ უბანში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 535 ამომრჩეველმა. აქედან „ქართული ოცნების“ კანდიდატს_ ნინო წილოსანს მხარი დაუჭირა 237 ამომრჩეველმა, დამოუკიდებელ კანდიდატს -აკაკი ჩხაიძეს ნდობა გამოუხადა 123 ამომრჩეველმა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს _ნინო კვიტაიშვილს 95 ხმა ერგო.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.