#60/60 ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქის #54 ჯუმათის საარჩევნო უბანში ძლიერი წვიმის მიუხედავად თავიანთი პოლიტიკური ნების გამოსახატავად 19 საათისთვის 372 ამომრჩეველი გამოცხადდა. საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის როზა ბილიხოძის თქმით, სოფელში 1010 ამომრჩეველია და პირველ ტურში გაცილებით მეტი (664) ამომრჩეველი მივიდა.
არჩევნები ამორტიზებულ, მეტიც, საავარიო მდგომარეობაში მყოფ საჯარო სკოლის შენობის მე-3 სართულზე ჩატარდა, სადაც მსუბუქი წონის ადამიანის გადაადგილებისას, იატაკი ისე ქანაობს, იფიქრებ, მიწისძვრა ხომ არ არისო.
გამოცხადების დინამიკა კი ასეთია: 10 საათი _40 ამომრჩეველი, 11 სთ. _100 ამომრჩეველი; 12 სთ. _152 ამომრჩეველი; 13 სთ. _204 ამომრჩეველი; 14 სთ. _230 ამომრჩეველი;15 სთ. _251 ამომრჩეველი: 16 სთ. _292 ამომრჩეველი; 17 სთ. 319 ამომრჩეველი; 18 სთ. _364 ამომრჩეველი.
რაც შეეხება პირველი ტურს, მაჟორიტარი კანდიდატის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნინო წილოსანმა 442 ხმა მიიღო; დამოუკიდებელმა კანდიდატმა აკაკი ჩხაიძემ _126 ხმა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნინო კვიტაიშვილმა _38 ხმა.