_„კიდევ ერთხელ გვინდა გაგაცნოთ არჩევნების წინასწარი შედეგები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა.
ამჟამად უკვე დათვლილია უბნების უდიდესი ნაწილი და შესაბამისად, ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, 50-ე საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა, გარდა ერთი გამონაკლისისა, ეს არის ხაშურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, სადაც ჯერჯერობით ითვლება არჩევნების შედეგები და სადაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით მრეწველების კანდიდატს. ჩვენ გვინდა დიდი მადლობა განვუცხადოთ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. ვულოცავ თითოეულ ამომრჩეველს ქართული დემოკრატიის კიდევ ერთ გამარჯვებას. იმ გამარჯვებას, რომელიც აუცილებლად მოიტანს საქართველოში თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას.“_განახადა„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ 30 ოქტომბერს კენჭისყრის შემდეგ გამათულ პრესკონფერენციაზე.
წინასწარი მონაცემებით, #60/60 ლანჩხუთი ჩოხატაურის მაჟორიტარ საარჩევნო ოლქში, რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალისა და სოფლების ნაგომრის, ძიმითის, ბაილეთის, სილაურის, ჯუმათის 7 საარჩევნო უბანი შედიოდა, დამაჯერებლად მოიგო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნინო წილოსანმა. მან სავარაუდოდ ხმების 80%-მდე მიიღო.