დღეს, ქალაქის მერმა ოზურგეთის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა ჩემთვის დიდი პატივია, წარვდგე თქვენს წინაშე და დეტალურად გაგაცნოთ ანგარიში იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016 წელს განახორციელა.

დამატებულია: 2016-11-02
picture1

ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამომრჩევლის წინაშე მაკისრია, უდიდეს სტიმულს მმატებს, ჩემს გუნდთან ერთად, ქალაქის სასიკეთოდ, თავდაუზოგავად ვიშრომო.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩვენი საქმიანობის ყველა სფერო მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრა. შესაბამისად, ქალაქის მერიამ სამუშაო პრიორიტეტებიც საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით შეიმუშავა.

წელსაც, ისევე, როგორც შარშან, უმთავრეს პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა განისაზღვრა. შესაბამისად, ბიუჯეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ მიმართულების განვითარებას მოხმარდა.

2016 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, რისი უმთავრესი მიზანიც ქალაქის განვითარება და თითოეული მოქალაქისთვის პერსპექტიული გარემოსა და სტაბილური მომავლის შექმნა გახლდათ.

ახლა კი დეტალურად გაგაცნობთ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს.

ინფრასტრუქტურა

პირველად ქალაქ ოზურგეთის ისტორიაში, მერიის არსებობის პერიოდში, დაიწყო ქალაქის იერ-სახის ძირეული რეკონსტრუქცია. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდა მასშტაბური და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები.

მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ ჭავჭავაძის ქუჩის რეკონსტრუქცია. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო გზაგამყოფი, რამაც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ უბანში მოქალაქეთა გადაადგილება სრულიად უსაფრთხო გახადა. გარდა დაცული გარემოსა, ჭავჭავაძის ქუჩა ვიზუალურად ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი უბანი გახდა. გზაგამყოფზე მოეწყო გამწვანების ზოლი, დამონტაჟდა ლამპიონები და მოწესრიგდა ტროტუარები. რაც შეეხება ტროტუარებს, მოგახსენებათ, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე და მის მიმდებარედ ქალაქის სტრატეგიული ობიექტები მდებარეობს. ამორტიზებული ტროტუარების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. 25 წლის შემდეგ პირველად რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუჩის ორივე მხარეს მდებარე ტროტუარს, რის შედეგადაც, უბანი სრულად მოწესრიგდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე გზაგამყოფის მოწყობის პროექტის ღირებულებამ 185 720 ლარი, ხოლო ტროტუარების კეთილმოწყობის პროექტის ღირებულებამ 148 000 ლარი შეადგინა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადატვირთულმა საავტომობილო მოძრაობამ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და განტვირთვის გზების ძიება მოითხოვა. განსაკუთრებით პრობლემური გახლდათ აპოლონ წულაძის ქუჩა, რომელიც უნივერმაღისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, აქ 4 ავტოსაგზაო შემთხვევა და მოძრაობის წესების დარღვევის ასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ქალაქის მერიის ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, წულაძის ქუჩაზე მდებარე სკვერის მცირე ნაწილი საავტომობილო გზად რეკონსტრუირდა. აღნიშნული პროექტის შედეგად განიტვირთა საავტომობილო მოძრაობა და მნიშვნელოვნად შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევები. რაც შეეხება სკვერს, ახლო მომავალში მისი განახლებას ვგეგმავთ.

ქვეითთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე რისკისშემცველი ზონა, თამარ მეფის მოედანი გახლავთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების დაყენებამ მოძრაობა ვერ დაარეგულირა. შესაბამისად, მომზადდა პროექტი, რომელიც დოლიძის ქუჩასა და თამარ მეფის მოედანზე გზაგამყოფის და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას ითვალისწინებს. ხსენებული პროექტი ავტომობილებისა და ქვეითების გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის. აღნიშნულ გზაგამყოფსა და კუნძულებზე მოეწყობა გამწვანება. პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 156 952 ლარს შეადგენს.

2015 წლის აგვისტოში დაიწყო და დასასრულს უახლოვდება ბაქრაძისა და მალაზონიას ქუჩების მიმდებარედ, ფერდის დამჭერი გაბიონებისა და მონოლითური რკინა/ბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოებისა (910 გრძ.მ ნაპირსამაგრი გაბიონი) და მდ. ბაზრისწყალზე, ორივე მხარეს, ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობის სამუშაოები (რომლის ფარგლებში მოეწყობა 1416 გრძ.მ ბეტონის კედელი). აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება შედგენს 1 953 829 ლარს.

მოგეხსენებათ, რომ 2014 წლის სექტემბრისა და ნოემბრის თვეში ძლიერი წვიმებისგან გამოწვეული წყალდიდობების შედეგად დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები. მიმდინარე წელს დაიწყო მდინარე ბჟუჟზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირდამცავი ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 2 508 400 ლარს. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქი სტიქიისგან მოსალოდნელ საფრთხეებს აიცილებს.

ასევე, მალე დაიწყება ივლისის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

კერძოდ:

-კიტა მეგრელაძის ქუჩის მიმდებარედ, მდ. ნატანებზე ნაპირსამაგრი, 350 გრძივი მეტრი გაბიონის მოწყობა - 497 900 ლარი. - ჯორჯიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, მდ. ბჟუჟზე ნაპირდამცავი, 400 გრძივი მეტრი გაბიონის მოწყობა - 479 580 ლარი.

2016 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს 16 ქუჩის - რუსთაველის, წუწუნავას, წიტაიშვილის, პუშკინის, მოსკოვის, გაგარინის, აკაკის, გუგუნავას, წულაძის, პეტრიწის, ჟღენტის, სანაპიროს, გაბრიელ ეპისკოპოსის, ფარნავაზ მეფისა და გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს სანაპიროს ქუჩაზე გზაგამტარის აღდგენის სამუშაო.

ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების ღირებულება შეადგენს 2 495 000 ლარს.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა წელსაც ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება. გარდა სრულად რეაბილიტირებული ქუჩებისა, გზა დაიგო ქალაქის იმ უბნებშიც, სადაც ქუჩები რეაბილიტაციას ნაწილობრივ საჭიროებდა. კერძოდ:

- ღლონტის ქუჩაზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი - 55 320 ლარი.

- წმ.გიორგის ქუჩის მეორე შესახვევში დაიგო ბეტონის საფარი - 56 290 ლარი.

- დასასრულს უახლოვდება ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 176 190 ლარს.

- ასევე, სრულდება გზების ორმული და ხრეშოვანი საფარის შეკეთების სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 81 985 ლარს.

გარდა კონკრეტული უბნებისა, მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, ქალაქის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგზაო ნიშნების დაყენების პროცესი. (45 722 ლარი).

ქალაქში, ასევე, მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები: - გურამიშვილის ქ. N14-ში, ფარნავაზ მეფის ქ. N127-ში და გამსახურდიას ქუჩის N6-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში შიდა და გარე ქსელის კანალიზაციის შეკეთების სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 39 735 ლარს.

- დოლიძის ქ. N7-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე წყალგამტარი ღარების მოწყობა - ჯამური ღირებულება 9 022 ლარი.

- ნ.ნიკოლაძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები -ჯამური ღირებულება 65 374 ლარი.

- ჭავჭავაძის ქ. N8 და N10-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები - ჯამური ღირებულება 29 497 ლარი.

- დასასრულს უახლოვდება ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები - ჯამური ღირებულება 7 483 ლარი. - სრულდება შემოქმედელის ქუჩაზე მინი-სტადიონისა და სკვერის მოწყობა - ჯამური ღირებულება 22 416 ლარი.

2016 წლის სექტემბრის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 სექტემბრის N1998 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 200 000 ლარი. აღნიშნული თანხით ქალაქის მერია 34 საცხოვრებელ სახლს გადახურავს და მოქალაქეებს სტიქიის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს მოუგვარებს. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ:

2016 წლის 19 ოქტომბერს გაფორმდა საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულება, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც აღმაშენებლის, ნიკოლაძის, კოსტავას და გურიის ქუჩებზე ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტი, რომლის საბაზისო ღირებულება 1 802 452 ლარს შეადგენს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება.

ასევე, მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 490 898 ლარს.

საკუთარი ბიუჯეტით განსაზღვრულია ქალაქის ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოების განხორციელება. კერძოდ:

- მოსაცდელების მოწყობა (თაყაიშვილის, წულაძისა და კოსტავას ქუჩები) - ჯამური ღირებულება 52 726 ლარი.

- კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონის აღდგენა - ჯამური ღირებულება 40 738 ლარი.

- ჭავჭავაძის ქუჩისა და ჭადრების პარკისთვის სკამების შეძენა - ჯამური ღირებულება 10 000 ლარი.

- ქ.ოზურგეთის ტერიტორიაზე სანაგვე ურნების მოწყობა - ჯამური ღირებულება 14 881 ლარი.

- ასევე, ნიკოლაძის ქ. N52-ში მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უკანა ფასადზე ლოჯის ამოშენებისა და ნიკოლაძის ქ. N54-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ფასადის მოპირკეთების სამუშაოები -12 524 ლარი.

ტრანსპორტის რეგულირების სფეროში, სატრანპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოეწყო საგზაო ნიშნები, სიჩქარის შემაფერხებლები და მონიშვნები.

მოსახლეობის მხრიდან შემოსული განცხადებების საფუძველზე, შემოწმდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები და მრავალბინიან კორპუსებში არსებული მდგომარეობა, რის საფუძველზეც შედგა მონაცემთა ბაზა და დაიგეგმა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენის თაობაზე ეთხოვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ქალაქის მერიას გადმოეცა 566 ერთეული სასოფლო-სამეურნეო „ხვნის ბარათი“ საერთო ფართობით 244,4 ჰა. რამაც 535 ოჯახს საშუალება მისცა, უფასოდ დაემუშავებინა მათ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები და მიეღო ერთწლიანი კულტურებისთვის საჭირო შხამ-ქიმიკატები. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო პროექტში, რისი საშუალებითაც მოქალაქეებისთვის მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, იდენტობის დადგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება უფასო და ხელმისაწვდომი გახდა.

მიმდინარე წელს: შემოწმდა 28 უძრავი ქონება და მიენიჭა ნუმერაცია. პრივატიზაციისა და მიწის რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში შემოწმდა 30 უძრავი ქონება.

დამატებითი ქონების სახით, ქალაქის მერიას საკუთრებაში გადმოეცა 18 უძრავი ქონება. 13 უძრავი ქონება გაიცა უზურფრუქტით; 6 უძრავი ქონება - აღნაგობის უფლებით; 3 უძრავი ქონება - იჯარით; 3 უძრავი ქონება - აუქციონის წესით.

ასევე, დასრულდა ინვენტარიზაციის პროცესი და ქონება გადაეცა ა(ა)იპი-ებს.

ზედამხედველობა და ინსპექტირება

ქალაქში მიმდინარე ინდივიდუალურ და ინფრასტრუქტურულ მშენებლობებზე, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებაზე, სანიტარულ - ჰიგიენურ მდგომარეობასა და გარე ვაჭრობის მოწესრიგებაზე ყოველდღიური ზედამხედველობა ხორციელდება.

მიმდინარე წელს, აღნიშნული მიმართულებით მოქალაქეების მხრიდან შემოვიდა 393 განცხადება, რომელთა 98% შესწავლილი იქნა და გაეცა შესაბამისი პასუხები.

ექსპლუატაციაში მიღებული იქნა 12 სამშენებლო ობიექტი. მათ შორის, საცხოვრებელი სახლები, საწარმო და კომერციული დანიშნულების მქონე ფართები. გაიცა მშენებლობის 19 ნებართვა, გაფორმდა 25 საამშენებლო შეთანხმება.

მშენებლობის სანებართვო პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციები გატარდა ორ იურიდიულ პირზე და, შესაბამისად, ქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მშენებლობის მოსაკრებლის სახით, შეტანილ იქნა 3 325 ლარი, ხოლო ჯარიმის სახით - 12 000 ლარი. საჯარიმო სანქციები გატარდა უმეთვალყურეოდ მიტოვებული პირუტყვის მფლობელ მოქალაქეთა მიმართ. დაჯარიმდა 46 მოქალაქე. ჯარიმის სახით, ბიუჯეტში შეტანილი იქნა 2 340 ლარი. სულ ჯარიმებისა და მოსაკრებლების სახით, ბიუჯეტში შეტანილი იქნა 17 665 ლარი.

აღირიცხა 28 ერთეული უსახური და უნებართვო სარეკლამო აბრა და განხორციელდა დემონტაჟი. გარევაჭრობის მოწესრიგების მიზნით, ხორციელდებოდა ყოველდღიური ზედამხედველობა. გაცემულ იქნა 17 ცნობა კერძო საკუთრებაში დამზადებულ საშეშე და სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისთვის.

სოციალური განყოფილება

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მოქალაქეების სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებით და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა ქალაქის მერიის ძირითადი მოვალეობაა.

მიმდინარე წელს, სოციალური სფეროს მიმართულებით, ბიუჯეტიდან გაიცა 611 628 ლარი, რის შედეგადაც მერიამ დახმარება ქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 2 753 მოქალაქეს გაუწია. გასულ წელთან შედარებით, 2016 წელს ქალაქის მერიამ პროგრამული დახმარება ორჯერ მეტ ბენეფიციარს გაუწია და მოქალაქეთა განცხადებების 97% დააკმაყოფილა.

• პროგრამული დახმარების სახით, 2 428 მოქალაქეზე გაიცა 518 903 ლარი;

• მერის სარეზერვო ფონდიდან დახმარების სახით, 325 მოქალაქეზე გაიცა 93 725 ლარი;

გარდა ამისა, მრავალშვილიანთა დახმარების პროგრამას, მეხუთე და მომდევნო შვილთა დაბადების შემთხვევაში, დაემატა დახმარება 500 ლარის ოდენობით.

უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ინიციატივა ‘’ც’’ ჰეპატიტით დაავადებულ პირთა მკურნალობასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროგრამის საშუალებით, მოქალაქეებს ჩაუტარდათ ძვირადღირებული მკურნალობა. ქალაქის მერია ჩაერთო ელიმინაციის პროგრამის კომპონენტში და 388 მოქალაქეს 330 ლარამდე ღირებულების სამედიცინო კვლევა დაუფინანსა, რამაც, საბოლოო ჯამში, შეადგინა 15 198 ლარი.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 30 000 -ს არ აღემატება, ქალაქის მერიამ კომუნალური ხარჯები დაუფინანსა. პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და 73 ოჯახს კომუნალური გადასახადების ასლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

52 უსახლკარო ოჯახს ახალგარემონტებულ სოციალურ სახლში, სარგებლობის უფლებით, საცხოვრებელი ფართი გადაეცა. აღნიშნული პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო და უბინაო მოქალაქეებმა ფართები წელს მიიღეს. მერიამ იზრუნა საცხოვრისის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზეც. განხორციელდა შენობის გაზიფიცირება, მოიხრეშა ეზო, მოეწყო სპორტული მოედანი, დამონტაჟდა გარე განათება და სკამები. ხსენებული ოჯახების სოციალურ მდგომარეობას ქალაქის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პროგრამულ დახმარებას უწევს.

ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების პროგრამებია:

 შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამა

 თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა

 უსინათლოთა დახმარების პროგრამა

 განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამა

 მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ პირთა დახმარების პროგრამა

 იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა

 ვეტერანთა დახმარების პროგრამა

 უსახლკარო მოქალაქეთა დახმარების პროგრამა

 მრავალშვილიანთა დახმარების პროგრამა

 ხუთი და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში ერთჯერადი დახმარების პროგრამა

 დედ-მამით ობოლ ბავშვთა დახმარების პროგრამა

 ვეტერანთა სარიტუალო ხარჯების პროგრამა

 მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვების პროგრამა

 ‘’ც’’ ჰეპატიტით დაავადებულთა დახმარების პროგრამა

 კომუნალური სუბსიდირების პროგრამა

ქალაქის მერია სხვადასხვა ხარჯს უფინანსებს სოციალურად დაუცველ ბავშვთა ცენტრს „მომავლის სხივი’’, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს „გურია“ და ხანდაზმულთა სახლს.

ჯანდაცვა

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდა ჯანდაცვისთან დაკავშირებული საკითხების მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას.

ჩატარდა სკრინინგული, მკურნალობითი, კლინიკური და ზედამხედველობითი ღონისძიებები:

• განხორციელდა გრიპის ეპიდსაწინააღმდეგო და პრევენციული ღონისძიებები ქალაქის სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში.

• ჩატარდა ქალაქის ტერიტორიის სადეზინფექციო-სადერატიზაციო ღონისძიებების ზედამხედველობა;

• პროფესიულ სფეროში მიღწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის მედიცინის 10 მუშაკი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.

• განხორციელდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების „სოლიდარობის“ ფონდში ნებაყოფლობითი გაწევრიანება.

კულტურის სამსახური

მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ქალაქის განახლება მერიის უმთავრესი პრიორიტეტია, რომელსაც ქალაქის მერია თავისი არსებობის მანძილზე წარმატებით ახორციელებს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ქალაქის კულტურული ცხოვრება და მისი განვითარების ხელშეწყობა. გამომდინარე აქედან, ქალაქის მერიამ, ამ მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროექტი განახორციელა.

წელს, პირველად, ქალაქ ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურმა დასებმა მიიღეს. ფესტივალის ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთს ცნობილი რეჟისორები, მსახიობები და თეატრმცოდნეები სტუმრობდნენ. საფესტივალო სპექტაკლების ჩვენება ათი დღის მანძილზე ანშლაგით მიმდინარეობდა. ოზურგეთმა, როგორც ფოლკლორის სტატუსის მქონე ქალაქმა, სხვადასხვა ფესტივალსა და კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო მსოფლიო დონის ‘’შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი’’, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს, იტალიის, შვეიცარიის, თურქეთის, ინგლისის 24 ანსამბლმა და 400 მონაწილემ მიიღეს. ფესტივალი Black Sea Arena“ - ზე გრანდიოზული გალა-კონცერტით დაიხურა. ასევე, ჩატარდა ფოლკლორული ფესტივალი ,, კავკასია 2016’’ და გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი. ფოლკლორული ანსამბლები წარმატებით მონაწილეობენ როგორც ადგილობრივ, ასევე, სხვა რეგიონებში გამართულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში.

მდიდარ ტრადიციებს წარმატებით აგრძელებს ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი “გურია“. ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, წელს ანსამბლის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ასევე, გაიხსნა ოზურგეთელი ღვაწლმოსილი მოცეკვავის, ომარ ხურციძის სახელობის ვარსკვლავი.

საფრანგეთის შემდეგ, პირველად ქალაქ ოზურგეთში, მხატვარმა ანტონ ბალანჩივაძემ თანამედროვე ხელოვნების ახალი მიმართულების, ‘’Freezlight’’-ის ჩვენება მოაწყო. თანამედროვე ხელოვნების ცენტრში კი მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტ ‘’Check In Georgia’’-ს ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთს ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები სტუმრობდნენ. აღნიშნულმა საზაფხულო ტურნეებმა ქალაქის კულტურული ცხოვრება მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დედათა და ქალთა დღეები - ეს იმ ღონისძიებათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც კულტურის სამსახურის მიერ იქნა ორგანიზებული.

ქალაქის მერიისთვის ზოგადი განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ქალაქის საჯარო სკოლები, საჭიროებების მიხედვით, ყოველწლიურად ფინანსდება.

ასევე, 1250 ლარი გადაეცა საჯარო და სამრევლო სკოლების 8 წარმატებულ კურსდამთავრებულს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს. მერიამ პედაგოგთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ფასიანი საჩურები 27 წარმატებულ მასწავლებელს გადასცა. ასევე, დაფინანსდა საჯარო სკოლებისა და მოსწავლეთა სხვადასხვა აქტივობა და ექსკურსიები.

მნიშვნელოვანია კულტურის სამსახურის გენდერის განყოფილების აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში. აღნიშნული განყოფილების მიერ მომზადებულმა ფოტო-სიუჟეტებმა გამარჯვება მოიპოვა ფოტო-კონკურსში - ,,ფემინისტი ქალები“ , რომელიც დედაქალაქში გაიმართა. საკონკურსო ნამუშევრები კი თბილისის მწერალთა სახლში გამოიფინა.

მთელი ქალაქის მასშტაბით, საშობაო ალილოს საზეიმო მსვლელობა ჩატარდა. ქალაქის მერია ტრადიციულ მსვლელობაში აქტიურად ჩაერთო და მეალილოეებს სხვადასხვა საჩუქარი გადასცა.

სპორტი და ტურიზმი

ქალაქის მერიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ქალაქის სპორტული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია წარმოადგენს.

მიმდინარე წელს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურმა ორგანიზება სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას გაუწია.

 ქალაქის სკოლებს შორის ჩატარდა მინი ფეხბურთისა და

კალათბურთის ჩემპიონატები.

 ნატოს კვირეულის ფარგლებში გაიმართა მარათონული გარბენი ,,ნატო“-ს თასი.

 ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ წლის წარმატებული სპორტსმენები.

 გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის აღზრდილმა დავით ჩხარტიშვილმა საფრანგეთში ჩატარებულ ჩემპიონატში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 ქალაქის მერიის მხარდაჭერით, სასკოლო-სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულმა სკოლის მოსწავლეებმა შეჯიბრება ანაკლიის მომავლის ბანაკში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებთან გამართეს.

ქალაქის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რაგბის განვითარების საკითხს. გამომდინარე აქედან, 2016 წელს სარაგბო კლუბ ‘’არწივები’’-ს დაფინანსება 93 000 ლარიდან 152 000 ლარამდე გაიზარდა. ‘’არწივებმა’’ ქალაქი ოზურგეთი გამარჯვებით არაერთხელ ასახელეს.

დასრულდა გარდამავალი პროექტი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, სადაც პირველი სართული სპორტსმენებისთვის ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. აქვე გაიხსნა რინგი. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთელ სპორტსმენებს რინგი წლების მანძილზე არ ჰქონდათ და ისინი საასპარეზო სპორტულ სახეობებს არაკომფორტულ პირობებში ეუფლებოდნენ. ხსენებულ დარბაზში ოზურგეთელი ახალგაზრდები კრივსა და კიკბოქსინგში ვარჯიშობენ. მეორე სართულზე განთავსდა ოლიმპიური კომიტეტის ოზურგეთის წარმომადგენლობა და ქართველი წარმატებული სპორტსმენებისადმი მიძღვნილი მუზეუმი. რაც შეეხება ქალაქში ტურიზმის განვითარებას, მერიის შესაბამისი განყოფილება აქტიურად მონაწილეობს ქალაქში ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაში. განყოფილება ჩართულია სხვადასხვა პროექტებში, კონფერენციებსა და კულტურულ ღონისძიებებში, რაც მიზნად ქალაქ ოზურგეთში ტურისტების მოზიდვასა და ტურიზმის პოპულარიზაციას ისახავს.

საქმისწარმოება

2015-16 წლებში რეგისტრაციაში გატარდა:

სახელმწიფო კანცელარიიდან, საქართველოს პარლამენტიდან, სამინისტროებიდან, დეპარტამენტებიდან, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციიდან და უწყებიდან შემოსული 2 541 კორესპონდენცია; 4 992 მოქალაქის განცხადება; შეიქმნა და გაიგზავნა 3514 წერილი. გზავნილებისთვის შესრულდა 121 რეესტრი. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მომართვის საფუძველზე, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენად, გაიცა 543 ცნობა. 2015 წლის 23 მარტიდან ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გადავიდა საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაზე, რაც უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ელექტრონულ მართვასა და საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფ წვდომას. სისტემის საშუალებით, მარტივად ხორცილდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესი. მისი უპირატესობაა: დროის დაზოგვა, დავალებების ეფექტური მართვა, მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა და დანერგვისა და განახლების მოქნილი სისტემა.

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

2016 წლის ივნისის თვიდან ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება გადავიდა სპეციალიზირებულ ეიჩარ პროგრამაზე. სისტემის საშუალებით, მარტივად ხორცილდება დავალებების, მათზე რეაგირების, სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგი. პროგრამულად აიტვირთა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურა.

საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობა

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯაროობისა და გამჭვირვალობის ნათელი მაგალითია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების მიერ ერთი წლის განმავლობაში დამუშავებული და გაცემული 53 საჯარო ინფორმაცია. მოთხოვნილი დოკუმენტაცია არასამთავრობო სექტორმა, მედიამ, საკრებულოს კომისიებმა და წევრებმა, ასევე, პოლიტიკურმა პარტიებმა და მოქალაქეებმა, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღეს.

საზოგადოებასთან და პრესასთან ღია და გამჭვირვალე ურთიერთობას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. გამომდინარე აქედან, შემოსულ კორესპონდენციებსა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხი მზადდება ოპერატიულად და ამომწურავად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებულობას. სწორედ ამ მიზნით დაინერგა ვიდეო-სიუჟეტების პრაქტიკა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები მერიის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ფაქტებზე დაყრდნობით ეცნობიან.

მერიის საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, ყოველდღიური ინფორმაციული განახლების რეჟიმშია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური გვერდები. წლის მანძილზე, საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, გაშუქდა მერისა და მერიის ყველა აქტივობა, ღონისძიება, შეხვედრა მოსახლეობასთან.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ყველა ადგილობრივ და რამდენიმე ცენტრალურ მედია-საშუალებასთან გაფორმებული აქვს საინფორმაციო მომსახურების ხელშეკრულება. ყოველ ხუთშაბათს, ქალაქის მერიაში იმართება მოქალაქეთა მიღება.

იურიდიული განყოფილება

მიმდინარე წელს, იურიდიულ განყოფილებაში მომზადდა 2 129 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინა 15 სამართლებრივი აქტის პროექტი.

კომპეტენციის ფარგლებში განხილული იქნა მერიაში შემოსული 269 კორესპონდენცია და მიღებული იქნა სათანადო გადაწყვეტილებები. განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობები.

აუდიტი

შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, 2016 წელს ოქტომბრის თვის მდგომარეობით, შიდა აუდიტორული შემოწმება ჩაუტარდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ 4 კერძო სამართლის იურიდიულ პირს.

ესენია:

 ა(ა)იპ „ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და დასვენების პარკი“

 ა(ა)იპ „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი“

 ა(ა)იპ „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა“

 ა.(ა)იპ „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრი“ ამჟამად შიდა აუდიტის სამსახური შემოწმებას ატა

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.