„ქართული ოცნების“_უმრავლესობის ლიდერი პარლამენტში არჩილ თალაკვაძე გახდება. ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაოფიციალურად ერთ-ერთი პარლამენტარიც ადასტურებს.~
_ყველაფერი ორ სამ დღეში გაირკვევა, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ოზურგეთის მაჟორიტარი
დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.
თუ რა თანამდებობას შესთავაზებენ ზვიად კვაჭანტირაძეს, პარლამენტარი სავარუდოდ ერთ-ერთ კომიტეტს ასახელებს.
-ბატონი ზვიადი პარლამენტის ერთ-ერთ კომიტეტს უხელძღვანელებს. იმ კომიტეტს, სადაც იგი უფრო საჭიროა_ გვითხრა დეპუტატმა.