18 ნოემბერს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაღმა დვაბზუს ტერიტორიაზე შპს „ასკანგელ ალიანსის ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო~ გაიხსნება. გავრცელებული ინფორმაციით მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.
შპს „ასკანგელ ალიანსის“ ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელ საწარმოს ასაშენებლად, „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის მაისში, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად კომპანიასსოფელ გაღმა დვაბზუში, ყოფილი მე-7 ავტოსაწარმოს (ე.წ. „ჭიხვარიების გარაჟი“) ტერიტორიაზე 30 294 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა გადასცეს და მშენებელმა კომპანიამ „A&D შთUDIO~-მ უმოკლეს დროში შეძლო ქარხნის მთავარი და დამხმარე კორპუსის მშენებლობა. ამ დროისთვის საწარმოს აღჭურვა და კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ქარხანაში დაიდგა და დამონტაჟდა გერმანული ფირმების „ნეიმანის“, Aპლაგენბაუ“ -ს თიხის დამაქუცმაცებელი, თიხის საშრობი, თიხის გამამდიდრებელი, თიხის საფქვავი და სხვა დანადგარები.
_„ჩვენ გამოვუშვებთ საყალიბე თიხას – ეს გამოიყენება სხვადასხვა დარგში, მაგალითად, ძრავის ბლოკის დასამზადებლად სწორედ საყალიბე თიხაა საჭირო. ასევე, ბენტონიტური თიხა გამოიყენება ღვინის ფილტრაციისთვის. ნავთობმოპოვებაში ამ თიხით მყარდება გაბურღული ჭაბურღილის კედლები. ამ ყველაფერზე ჩვენ ეტაპობრივად გადავალთ“– განაცხადა კომპანიის დირექტორმა კახა სიორიძემ მედიასთან საუბარში. გაზეთ „ალიონს“შპს „ასკანგელ ალიანსის ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმოს“ დირექტორის მოადგილე გია კეჭაყმაძემ უთხრა, რომ საწარმო თვეში არანაკლებ 100 000 ტონა ბენტონიტური თიხის გადამუშავებას უზრუნველყოფს. ამჟამად მანქანა-დანადგარების შემოწმება და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. საწარმოში დაახლოებით 100-მდე სხვადასხვა სახის პროდუქტი დამზადდება, რომლის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გავა.“ სოფელ მთისპირში ბენტონიტურ თიხებს 1946 წლიდან მოიპოვებენ. ოზურგეთის მაღაროთა სამმართველო ერთ-ერთი მსხვილი საწარმო იყო რეგიონში. გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებმა თავისი ასახვა ჰპოვა სამთო-გადამამუშავებელ მრეწველობაში. 1997 წელს ოზურგეთის მაღაროთა სამმართველო ბერძენ ინვესტორებს მიჰყიდეს...
რამდენიმე წლის წინ შპს „მთისძირი 2010“-მა ვანისქედში ახალი კარიერი გახსნა და დაიწყო თიხის მოპოვება. ახალი ეტაპი ბენტონიტური თიხების მოპოვებისა შპს „ასკანგელ ალიანსის ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმომ” უნდა განახორციელოს, რომლის მთავარი დამფუძნებელი ქართველი ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძეა.
ქარხნის ამუშავებისთვის დაახლოებით 10 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში თავდაპირველად 200-მდე ადამიანი დასაქმდება. შემდეგ ეტაპზე კი დასაქმებულთა რიცხვი 400-მდე გაიზრდება. ბენტონიტური თიხის საწყობის მშენებლობა სოფელ მთისპირში მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში სოფელ ცხემლისხიდში (უჩხუბი, ჩუნია) მეორე კარიერიც ამოქმედდება.