დაბა ანასეულში რადიაციის დონე მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ გახლავთ.

დამატებულია: 2016-11-08
picture1

აღნიშნული დასკვნა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა და სპეციალისტებმა დღეს, მას შემდეგ გააკეთეს, რაც ანასეულში რადიაციული სამარხები მოინახულეს და ტერიტორია შესაბამისი აპარატურის საშუალებით შეამოწმეს.

მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით, ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართა. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებმა ანასეულის მიმდებარე ტერიტორია, ქალაქის მერის მოთხოვნით, უკვე მეორედ შეამოწმეს. გასული წლის მსგავსად, რადიაციის მაჩვენებელი დაშვებულ დონეს ამჯერადაც არ აღემატება.

ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე:

\'\'ხსენებული სააგენტო ანასეულში კვლევას სისტემატიურად ატარებს. ბოლო გეგმიური კვლევა ანასეულში მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ჩატარდა, რის საფუძველზეც სააგენტომ შეღობილი ტერიტორიის გაფართოების რეკომენდაცია მოგვცა, რათა ხსენებულ ტერიტორიაზე ადამიანებისა და ცხოველების წვდომა მაქსიმალურად შეზღუდულიყო. ქალაქის მერიამ რეკომენდაცია გაითვალისწინა და ტერიტორია დამატებით შეღობა.

მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. შემოწმების პროცესს პირადად ვადევნებდი თვალს. როგორც სპეციალისტებმა განაცხადეს, ანასეულში რადიაციის დონე დაშვებულ ნორმას არ აღემატება.\'\'

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.