ნათია შარაშენიძე: `აქ რომ სიკვდილის ქაღალდი შემოიტანო, იმასაც ხელს მოაწერენ~

დამატებულია: 2016-11-08
picture1

`აქ რომ სიკვდილის ქაღალდი შემოიტანო, იმასაც ხელს მოაწერენ, დარწმუნებული ვარ~, _ განაცხადა გასულ ორშაბათს, 7 ნოემბერს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ლეიბორისტმა დეპუტატმა ნათია შარაშენიძემ.

ეს რეპლიკა მოჰყვა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვას `ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით (სარგებლობის უფლებით) გაცემის თაობაზე – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ~.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის ფორმებსა და ვადებზე ოპოზიციონერ და სახელისუფლო დეპუტატებს შორის დავას კარგა ხანია ქრონიკული ხასიათი აქვს. ოპოზიციონერები, დეპუტატ ლევან მგელაძის თაოსნობით, ამტკიცებენ, რომ ქალაქის ბიუჯეტს პირდაპირი განკარგვის წესზე გაცილებით მეტ მოგებას მისცემს ქონების აუქციონზე გატანა, თანაც ითხოვენ განკარგვის ვადების შემცირებას 30-დან 5-10 წლამდე. საკრებულოს ხელმძღვანელობა და პოზიციონერები კი მიაჩნევენ რომ პირდაპირი განკარგვის წესი აპრობირებული და უფრო გამართლებულია, რადგან ჰქონდათ შემთხევევები, როცა აუქციონი ჩაუვარდათ და საწყისი ფასების განახევრებაც მოუხდათ. რაც შეეხება განკარგვის ვადებს, მათი თქმით, 5-10-წლიანზე არც ერთი ბიზნესმენი არ იქნება თანახმა. მიუხედავად ასეთი მძაფრი რეპლიკისა და ხანგრძლივი კამათისა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის (ს/კ 237113850) საკუთრებაში არსებული ქალაქ ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩა #1-ში მდებარე 4393 კვ. მMარასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (26.26.42.086) 100 კვ. მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით, სასყიდლიანი აღნაგობის სახით 30 (ოცდაათი) წლის ვადით გაცემის თაობაზე ქალაქ ოზურგეთის მერისათვის თანხმობის მიცემას 14-დან 10-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

სხდომაზე ცვლილებები და დამატებები შეიტანეს `ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის #56 დადგენილებაში. კერძოდ, 30 ათასი ლარით გაიზარდა სარეზერვო ფონდი, რომლის გაზრდის წყაროა არაფინანსური აქტივების გაყიდვიდან მიღებული სახსრები.

ცვლილებები შეიტანეს საკრებულოს 2016 წლის 4 აგვისტოს #50 განკარგულებაში ~ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ოზურგეთში, მეცნიერების ქუჩა #12-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 26.26.50.086) შიდა (საცხოვრებელი) ფართის განშლის (დაყოფის) თაობაზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

დადებითად გადაწყვიტეს საკითხი `ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ~ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 თებერვლის #9 განკარგულებით დამტკიცებული ზოგიერთი საპრივატიზაციო ობიექტის (ქონების) შემცირებული საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.