2017 წლის 13 იანვარს ოზურგეთში, სოფელ ცხემლისხიდში კალანდობის ტრადიციული დღესასწაული აღინიშნება!
ღონისძიებას გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს.
გაიმართება ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების კონცერტი.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: ანსამბლები: „შემოქმედი,“ „იადონი,“ „ელესა,“ „ურეკი“ და „ზენაარი.“
სპეციალური მოწვევით გაიმართება ანსამბლ „ბანისა“ და მომღერალ სალომე ბაკურაძის კონცერტი!!!
ღონისძიება იმართება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურს ორგანიზებით.
დასაწყისი 19:00 საათზე!