დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ბეგლარ სიორიძის ინიციატივით ქალაქის მერიის სამსახურების, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ა.ა (ი) .პ - ების სამასამდე თანამაშრომელმა ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური ქუჩების ყველა ტროტუარი ყინულის საფარისაგან გაწმინდა.
მერის ინიციატივით წამოწყებული აქცია მიზნად ქალაქის ტროტუარების გაწმენდას და ქვეითად მოსიარულე მოქალაქეთათვის გადადგილების პრობლემის მოხსნას ისახავდა. აღნიშნული აქცია ქალაქ ოზურგეთში პირველად ჩატარდა, რომელშიც საჯარო მოხელეები იყვნენ ჩართული. აქციის მონაწილეებმა, ასევე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ყველა სტარტეგიული მნიშვნელობის ობიექტთან მისასვლელი გზა გაწმინდეს. მერის ინიციატივას რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. ბეგლარ სიორიძე, ქალაქის მერი:
,, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიკეთე ნამდვილად გადამდებია. მიხარია, რომ რიგითი მოქალაქეებიც შემოგვიერთდნენ და საბოლოოდ, ძალიან მაგარი აქცია გამოგვივიდა. ამ წუთებში ქალაქის ცენტრალური ნაწილის ყველა ტროტუარი თოვლის საფარისაგან გაწმენდილია. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად დიდთოვლობისა, ქალაქ ოზურგეთს არანაირი პრობლემა არ შექმნია, გზები გაწმენდილია, განუწყვეტლივ რეჟიმში მუშაობს მერიაში შექმნილი საგანგებო შტაბი და ქალაქს ელექტროენერგია, გაზი და წყალი შეფერხების გარეშე მიეწოდება.“