სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა (სუს) ქრთამის აღების ბრალდებით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავვმჯდომარე გელა კობალაძე დააკავა. გელა კობალაძეს ბრალად ედება ერთ-ერთ კომპანიასთან, კერძოდ, შპს `პირამიდასთან~ დანაშაულებრივი გარიგება და ქრთამის სახით 50 ათასი ლარის აღება.
მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, შპს `პირამიდას~ რომელმაც დაარღვია ხელშეკრულების გათვალისწინებული სამუშაოების _ ქუჩების მოასფალტებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების ვადები, გელა კობალაძე, 50 ათასი ლარის სანაცვლოდ, შეპირდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას.
სუს-მა, სავარაუდოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის ამოსაღებად, ქალაქ ოზურგეთის მერიის შენობაში ჩხრეკაც ჩაატარა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.