გაზეთმა \"გურიის მოამბე\"-მ გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია, ქალაქის მერის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატთან ბაკურ შარაშიძესთან დაპირისპირების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გახლავთ თავიდან ბოლომდე სიცრუე და მიზანმიმართული ავანტიურა ჩემსა და ქალაქ ოზურგეთის მერიის წინააღმდეგ. მას შემდეგ რაც ოზურგეთის მერიამ აღნიშნული გამოცემის დამფუძნებელს სარეკლამო ბილბორდების სანებართვო დოკუმენტაცია მოსთხოვა, ხსენებული გაზეთი ინტენსიურად ავრცელებს მსგავსი სახის სიცრუით სავსე სტატიებს. მნიშვნელოვანია, მკითხველმა იცოდეს, რომ \"გურიის მოამბე\"-ს ნებისმიერი ინფორმაცია ქალაქ ოზურგეთის მერიასთან დაკავშირებით არის პირადი მოტივებით ნაკარნახევი და არცერთ სტატიას არანაირი კავშირი არა აქვს სიმართლესთან.