„მერცხალი“ რეგიონში მეორე პოზიციასაც თმობს

დამატებულია: 2017-04-12
picture1

ერთ დროს საქართველოს 10 საუკეთესო გუნდს შორის მყოფი ოზურგეთის „მერცხალი,“ ახლა რეგიონშიც კი მეორე პოზიციასაც თმობს. ამაზე მეტყველებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში („ა“ ჯგუფი) ბოლო ორი შეხვედრის შედეგები. თუ წინა, მეოთხე ტურში „მერცხალმა“ ქუთაისში „ტორპედო 2“ თან 0:1 დამარცხდა, მეხუთე ტურში, შინ ვერაფერი გააწყო აბაშის „ზანასთან“ და მხოლოდ ერთი ქულით დაკმაყოფილდა.

პირველ ტაიმში ოზურგეთელები უტევდნენ და მე-16 წუთზე სერგო ჩიგოგიძემ გახსნა ანგარიში, 1:0. ამის შემდეგ ანგარიშის გაზრდის შანსი მიეცა მერაბ ნიკურაძეს,კვლავ სერგო ჩიგოგიძეს, მაგრამ მათი დარტყმები არაზუსტი იყო.

როგორც ჩანს, შესვენებაზე, „მერცხალის“ ძლიერი და სუსტი მხარეები ფეხბურთელებთან კარგად გაანალიზა აბაშის „ზანას“ მწვრთნელმა შოთა კუციამ და მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა რეალობა დადგა ბურთს უმეტესად აბაშელები ფლობდნენ, განუწყვეტლივ უტევდნენ და მე-60 წუთზე დავით კუჭუხიძემ, დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.1:1.

62-ეწუთზე „მერცხალს“ შეეძლო კვლავ დაწინაურებულიყო, მაგრამ მცირე უზუსტოდ დაარტყეს. ამის შემდეგ მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ და ძირითადად საკუთარ ნახევარზე სტუმრების იერიშების მოგერიებით იყვნენ დაკავებულნი.

85-ე წუთზე სტუმრებსაც შეეძლოთ გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ ძლიერად დარტყმული ბურთი მცირედ აცდა კარის ხარიხას. 1:1 ასე დამთავრდა ეს მატჩი და 10 ქულით (3 მოგება,1 ფრე, 1 წაგება) „მერცხალი“ მე-3 ადგილზე იმყოფება. გათამაშების ლიდერი ჩოხატაურის „ბახმაროა,“ რომელმაც ზედიზედ 5 მატჩში გაიმარჯვა.ამჯერად მან შინ „მაჭახელს“ სძლია, 1:0. მეორე საფეხურზე კი ჩხოროწყუს „ლესიჭინეა“, რომელმაც „ხიხანთან“ გასვლით მატჩში ფრედ - 1:1 ითამაშა.

„მერცხალი“მე-6 ტურშიც შინ ითამაშებს. მისი მეტოქე „რაჭა“ იქნება.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.