ვესაუბროთ ამომრჩევლებს

დამატებულია: 2017-04-29
picture1

`ვესაუბროთ ამომრჩეველს~–საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს.

გასულ პარასკევს, ქ. ოზურგეთის `ჭადრების ბაღში~ ოზურგეთის #60 საოლქო–საარჩევნო კომისიის წარმოდგენლები ამომრჩევლებს შეხვდნენ და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ აწოდებდნენ ინფორმაციას, ურიგებდნენ მათ საინფორმაციო ბარათებს თვითმმართველობის არჩევნების შესახებ და ესაუბრებოდნენ საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე და იზიარებდნენ მათ მოსაზრებებს.

ზვიად თენიეშვილი, #60 ოზურგეთის საოლქო–სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: _საარჩევნო ადმინისტრაციისათვის არსებითად მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრის გაგება ზოგადად საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და სწორეთ მათი მოსაზრებების გათვალისწინება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით; აქედან გამომდინარე, სურვილის შემთხვევაში ამომრჩევლები შეავსებენ მოსაზრების ბარათებსაც. თავის მხრივ, კომპენტეციის ფარგლებში გეგმავს მიღებული მონაცემების საკუთარ საქმიანობაში გათვალისწინებას.

გასვლითი შეხვედრებით საარჩევნო ადნისტრაცია მიზნათ ისახავს ამომრჩეველი იყოს კარგად ინფორმირებული, _ იცოდეს საკუთარი საარჩევნო პროცესების ეფექტურად განხორციელებისათვის და იცოდეს, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დახმარების მიზნით ყოველთვის შეუძლია მოგვმართოს ჩვენ~– გვითხრა თენიეშვილმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.