ოზურგეთი კაიაკში მორიგ ჩემპიონატს უმასპინძლებს

დამატებულია: 2017-05-01
picture1

ალიონი.4-6 მაისს, მდინარე ბჟუჟის ხეობაში კაიკში მორიგი ჩემპიონატი ჩატარდება. როგორც გურიის გუბერნატორის მოსადგილე სოსო ერქომაიშვილმა გვითხრა, ჩემიონატის მონაწილეები 4 მაისს ჩამოვლენ ოზურგეთში. საკვალიფიკაციო დაშვებება, როგორც კაცებში, ისე ქალებში 5 მაისს დილით გაიმართება, ხოლო მთავარი შეჯიბრი _ მომდევნო დღეს.

ექსტრემის მოყვარულები თავიანთ ოსტატობას აჩვენებენ „გრძელ დაშვებაში,“ხოლო ფინალი „ექსტრემალურ დაშვებაში“ გაიმართება.“ ამის შემდეგ გამარჯვებულების დაჯილდოება და ჩემპიონატის საზეიმო დახურვა მოხდება.

კაიაკში ჩემპიონატს ოზურგეთი მეორედ უმასპინძლებს

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.