ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო

დამატებულია: 2017-05-08
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ სოფელ ძიმითში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მიმდინარეობს შენობის სრული განახლება, გარე ფასადის და ინტერიერის მოწყობა.

„ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დავიწყეთ ძიმითის კულტურის სახლის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს გადახურვა, სცენისა და გარე ფასადის მოწყობა. სამუშაოები შენობის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მალე ადგილობრივ მოსახლეობას და განსაკუთრებით, ახალგაზრდობას საშუალება ექნება ახალ კულტურის სახლში მასშტაბური კულტურული ღონისძიებები მოაწყონ. პროექტის ღირებულება 240 000 ლარს შეადგენს,“ -აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. ძიმითის კულტურის სახლის რეაბილიტაცია 1 თვის ვადაში დასრულდება.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.