ბახმაროსა და გომისმთაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია.

დამატებულია: 2017-05-17
picture1

ალიონი.ბახმაროსა და გომისმთაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია. შპს „გზამშენი-18“-მა ორთავე კურორტის მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები უკვე შეასრულა. ამჟამად გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს _ამის შესახებ გაზეთ „ალიონს“ შპს „გზამშენი -18“-ის უფროსმა თემურ ჯახვამ აცნობა.

თემურ ჯახვას ინფორმაციით ხიდისთავი-ნაბეღლავის გზის ორ მონაკვეთზე დაახლოებით 6 კილომეტრი ასფალტის ფენა უნდა დაიგოს, რომლის დაფინანსება სახელმწიფომ უნდა განახორციელოს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.