დღეს , ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების პერსკონფერენცია გაიმართა. ისინი 7 თვითმმართველი ქალაქისათვის სტატუსის შესაძლო გაუქმების წინააღმდეგ გამოდიან. შეხვედრას მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის წარმომადგენელი კოკა კიღურაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე უძღვებოდნენ.
კოკა კიღურაძემ წარსულში დაბრუნება უწოდა თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას.
_არ მეგონა თუკი ოზურგეთში თვითთმმართველი ქალაქი დასაცავი გვეყოლებოდა თვითმმართველობის დეპუტატებისაგან, რადგან ეს დეპუტატები განსაზღვრავენ ოზურგეთის მომავალ სტატუსს.ეს ყველაფერი ცენტრალური ხელისუფლების რამდენიმე წევრის ინიციატივით ხდება. მოქალაქეების აზრის მოსასმენათ 20-დღიანი ვადა გაქვთ. არ ხართ ვალდებული დღეს მიიღოთ გადაწყვეტილება. მოსახლეობამ თქვენ აგირჩიათ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების რეალიზაციისათვის -ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დარბაზიდან მიმართა მან საკრებულოს დეპუტატებს.
თამაზ ტრაპაიძე: _საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებას აპირებს.მათ წარმოადგინეს არგუმენტები, თუ რა მიზეზით გეგმავს აღნიშნული ცვლილებებს და კვლავ 2006 წელში დაბრუნებას, როდესაც ქვეყანაში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდა.
სამინისტროს უმთავრესი არგუმენტია ის, რომ, თითქოს, თვითმმართველი ქალაქების შემცირება გამოიწვევს 40-50 მილიონი ლარის საბიუჯეტო ეკონომიას, ხოლო დაზოგილი თანხა რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
ელემანტური გათვლები აჩვენებს, რომ სამინისტროს განცხადებას რეალურ მდგომარეობასთან კავშირი არ აქვს.
2015 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის გაყოფის შედეგად ადმინისტრაციული ხარჯი წელიწადში 5 მილიონ 466 ათასს შეადგენს, ეს კი აიმას ნიშნავს, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციის გაუქმებითა და კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებში დაბრუნებით, რეალურად დაიზოგება მხოლოდ 5 მილიონ, 466 ათასი ლარი. თამაზ ტრაპაიძემ სხვა არგუმენტებიც მოიყანა, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების ფართომასშტაბიან განხორციელებასთან დაკავშირებით._120 არასამთავრობო ორგანიზაცია თხოვდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეცნოთ თუ რას წერდნენ პროექტში, ვერ მივაღწიეთ მიგვეღო პროექტი, ახლახან გამოაქვეყნეს_ თქვა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის თავმჯდომარე მინდია სალუქვაძემ.
დარბაზში არასამთავროების დიალოგს ოზურგეთის თემების მუნიციპალიტეტის დეპუტატი, კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაია ესწრებოდა, რომელმაც თავისი პოზიცია ასე დააფიქსირა:
_ეს არის პროცესი, რომელსაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ათეულობით ადამიანი ოპტიმიზაციის შედეგად წავა სახლში, რაც მტკივნეულია.
აქ ვერ მოვისმინე გარდა პათეტიკისა.საზოგადოებას შჭირდება მეტი განმარტება, რისთვის ვუბრუნდებით ძველ თვითმმართველობას. საქართველო ევროპას ვერ უწყობს ფეხს..
ქალბატონ ლელას სიტყვებს უამრავი პრობლემაა სოფელში, მინდია სალუქვაძის რეპლიკები მოჰყვა: _ ქალაქიც დაემატოს ზედ? რატომ უჭერთ მხარს ქალაქის გაუქმებას? საქართველოში 3 მილიონი ლარი დაიზოგება?
ლელა საჯაიამ უპასუხა, რომ იგი ვერ ხედავს ამ ეტაპზე ოზურგეთის თვითმმართველობის საჭიროებას.
გრიგოლ მახარაძე (ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი):
_ სამწუხაროა, რომ 2006 წელს განხორციელებული რეფორმის დამწერები წერენ დღესაც „რეფორმის“ პროექტს:ზარდიაშვილი, მელუა, ჯიბუტი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისადმი არასამთავროების მიმართვა მოვამზადეთ, რომელსაც 9 ადგილობრივი ორგანიზაცია აწერს ხელს, რომელსაც საკრებულოს გადავცემთ.-განაცხადა მან.