უქმნის თუ არა საფრთხეს აზიური ფაროსანას (ბაღლინჯოს) წინააღმდეგ ბრძოლა შინაურ ფრინველს, პირუტყვს და ფუტკარს

დამატებულია: 2017-05-26
picture1

ინტერვიუ გურიის გუბერნატორის მოადგილესთან სოსო ერქომაიშვილთან

- ბატონო სოსო, გვაქვს ინფორმაცია, გურიაში მალე დაიწყება თხილის მავნებლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, რამდენადაც ვიცით, გამოყებული იქნება ბრძოლის ქიმიური მეთოდიც. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეკომენდებული პრეპარატებმა შესაძლებელია დამღუპველად იმოქმედოს სხვა კულტურებზე. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, უქმნის თუ არა საფრთხეს აღნიშნული მავნებელი შინაურ ფრინველს, პირუტყვს და ფუტკარს?

- მოგესალმებით და მივესალმები გურიის მოსახლეობასა და თქვენს მკითხველს, აღნიშნულ წამლობასთან დაკავშირებით, ჩვენი ,,ოპონენტები“ და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოსდა ფაროსანასთან ბრძოლის შხამ-ქიმიკატი იწვევს სიმსიმნურ დაავადებებს, ხოცავს პირუტყვს ფრინველსა და ფუტკარს, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაციული დეზინფორმაცია, ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული პროექტი უდიდეს როლს ასრულებს თხილისა და სხვა კულტურების გადარჩენაში, რომელიც მოსახლეობის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს, შემუშავებული პროექტით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უპირატესი არის მოსახლეობის ეკონომიკურად გაძლიერება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, შესაბამისად ზემოთაღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სახელმწიფომ ბიუჯეტიდან გამოყო შესაბამისი თანხები, მოიპოვა საერთაშორისო ორგანიზაციის USAID-ის მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს ფინანსურ (გრანტის) და გამოცდილების გაზიარებით მხარდაჭერას, აღნიშნული პროექტი ხორციელდება 3-რეგიონში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში, აქედან გამომდინარე, მივმართავ მოსახლეობას თხოვნით, რომ მაქსიმალურად და სწორად შეასრულონ ის რეკომენდაციები, რომლებიც მათ მიეცემათ საინფორმაციო ბუკლეტების სახით, რომელიც მომზადებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ასევე ის რეკომენდაციები, რომლებიც გაიცემა სხვადასხვა შეხვედრებზე.

- რა არის ფაროსანა და საიდან შემოვიდა ის ჩვენს რეგიონში?

- აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო, ლათ.: Halyomorpha halys) წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლ-ატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

- რომელი სტრუქტურებია ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში?

- პროექტის განმახორციელებელი: სურსათის ეროვნული სააგენტო და მისი რეგიოული ოფისები რეგიონებში, გუბერნატორის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტები და მათი წარმომადგენელი ორგანოები სოფლებში.

- რომელ ქვეყნებშია გავრცელებული ფაროსანა და ვის აქვს მასთან ბრძოლის გამოცდილება ,რომელსაც ეყრდნობა ხელისუფლება?

- ფაროსანა ჩინეთსა და სხვადასხვა აზიურ ქვეყანაშია გავრცელებული მაგრამ ის არ აზიანებს მასიურად სხვადასხვა კულტურებს, რადგან მას აზიაში ბევრი ბუნებრივი მტერი ჰყავს და მასიურად ვერ ვრცელდება, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ეკონომიკურმა თუ სხვა ურთიერთობამ გამოიწვია შეღწევა, მავნებელს წლებია ებრძვიან და კოლოსალურ სახსრებს ხარჯავენ, რითაც მიაღწიეს გარკვეულ შედეგს, ამავდროულად მუშაობს ინსტიტუტები მავნებლის შესასწავლად და მასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებაზე როგორებიცაა: ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური მეთოდები. საქართველოს მთავრობამ შექმნა სამუშაო ჯგუფი, მოიწვია ამერიკიდან საუკეთესო ექსპერტები და მათი მეშვეობით გადაამზადა ადგილობრივი კადრები. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მალე დაიწყება სოფლებში თხილის ნაკვეთების დამუშავება.

- გააჩნია თუ არა ქიმიურ წამლობას გვერდითი ეფექტები?

-კითხვა მართლაც სწორად არის დასმული, მინდა ხაზი გავუსვა და გავიმეორო, რომ ზოგადად ქიმიურ პრეპარატებს, რა თქმა უნდა, აქვს გვერდითი მოვლენები. მწარმოებლები გვაწვდიან შესაბამის ინფორმაციასრომლის დაცვასაც ვთხოვთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ყურადღებით და გულდასმით უნდა შეასრულონ მითითებული რეკომენდაციები აღნიშნულ ღონისძიების ფარგლებში. შედარების სახით მოგახსენებთ, რომ უმეტესობა მეციტრუსე და თხილის მწარმოებელს გამოუყენებია მსგავსი და უფრო მაღალი ქიმიური პრეპარატები ინსტრუქციის მიხედვით, მაგრამ არანაირი პირუტყვის, ფრინველისა და ფუტკარის განადგურება არ გამოუწვევია მას, შესაბამისად წამლობის დროს ყველა ოჯახს მიეცემა ინფორმაცია უსაფრთხოების ნორმის დაცვის შესახებ, რომლის შესრულებაც უნდა გაითვალისწინონ და დაიცვან ზედმიწევნით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ ზომებს და გამორიცხავს არასასურველ გვერდით მოვლენებს, რომელიც დეზინფორმაციის სახით გავრცელდა მოსახლეობაში.

- როდის და საიდან დაიწყება წამლობის ღონისძიებები?

ახლა მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები საწამლავი აგრეგატების SOLO 423-მოდელის ბენზო აპარატების, პრეპარატების, უსაფრთხოების ეკიპირების, გადაცემა მუნიციპალიტეტებზე, შემდგომ მოხდება შემწამლავი ჯგუფების გადამზადება ტექნიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე მიმდინარეობს ფერომონების მონიტორინგი რომელიც იძლევა სიგნალს თუ საიდან და როდის დაიწყოს წამლობის პროცესი, წამლობის დაწყების წინ მოსახლეობა მიიღებს სათანადო ინფორმაციას ღონისძიების დაწყებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იგეგმება შეხვედრები სოფლების დონეზეც, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ გავრცელებულ ჭორებსა და დეზინფორმაციებს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.