`ვეფხისტყაოსნის~ გადაწერის ცერემონიას ოზურგეთელებმაც უმასპინძლეს

დამატებულია: 2017-05-26
picture1

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ორგანიზებით წამოწყებული და ერთობ წარმატებული პროექტი `გადაწერე ვეფხისტყაოსანი~ ოზურგეთშიც აიტაცეს.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ამ უკვდავი ქმნილების გადაწერის საზეიმო ცერემონია ე. წ. ჭადრების ბაღში გაიმართა.

აღნიშნული პროექტი უაღრესად სახალხო და მასშტაბურია.

ისიც უსათუოდ უნდა აღინიშნოს, რომ მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნის ~ვეფხისტყაოსნის~ მოგზაურობა საქართველოში ახალციხიდან, კერძოდ, რაბათის ციხის ტერიტორიიდან დაიწყო, ეს ხატოვანი კი ჩვენს რაიონს 23 მაისს ეწვია.

ამ დღეს ღირსსახსოვარ დღეს ყველგან იკითხებოდა ხატოვანი ლოზუნგები წარწერით: `მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ~!..

ავტორი: ნუკრი ნიკოლაიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.