დღეს, ქალაქ ოზურგეთში ქ. ოზურგეთის მერიის ინიციატივით და ნავთის და გაზის კომპანია „Frontena Resouces Corportion“ მხარდაჭერით, ქ. თბილისის არაინვაზიური კარდიოლოგიის ცენტრი შპს „სისტოლას“წამყვანი ექიმები ჩამოვიდნენ და მოსახლეობის უფასო გასინჯვა-გამოკვლევები ჩაატარეს.
ექიმთა ბრიგადის შემადგენლობაში არიან:ენდოკრინოლოგი თამარ გაფრინდაშვილი, კარდიოლოგები შალვა მექვაბიშვილი, სიმონ კაპანაძე, პაატა ქავთარია, მალხაზ გაბისონია: მინდია ბუცხრიკიძე; ექიმი-ექოსკოპისტი ნათია ლიპარტელიანი; ნინო ღვთისიაშვილი.
როგორც ნავთის და გაზის კომპანია „Frontena Resouces Corportion“ წარმომადგენელმა,ექიმმა ივანე ცხომელიძემ გვითხრა, კომპანია მსგავს აქციებს აფინანსებს. მისი თქმით, დღეს ექიმებმა ათეულობით პაციენტი მიიღეს. თავდაპირველად არ იყო განსაზღვრული, მაგრამ პაციენტთა ნაკადიდან გამომდინარე, უფასო აქცია ხვალაც გაგრძელდება.