სომხეთი თვალის ერთი გადავლებით
ორგანიზაციის `კავშირი ქალთა ცენრი~ ეგიდით ერევანში გამართულ ტრენინგზე ოჯახში ძალადობის შესახებ, შევხვდი ქალბატონ სვეტლანა ასლანიანს, პროფესორს, `სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის~ ლიდერს. ხანმოკლე ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა სასაუბრო ბევრი იყო:
სვეტლანა ასლანიანი ` - მთელი ცხოვრება ვმუშაობდი უნივერსიტეტში, მეცნიერებათა აკადემიამიაში, პროფესიით ლინგვისტი ვარ. საბჭოთა პერიოდში სამეცნიერო სფეროში არ იყო მიღებული საზოგადოებრივ მოძრაობაში მონაწილეობა, თუმცა ყველნი ცოტათი დისიდენტები ვიყავით.
სუმგაიტის მოვლების შემდეგ ერევანში გამოჩნდა ძალიან ბევრი ლტოლვილი. ბავშვიანი ქალები ისხდნენ ქალაქის სკვერებში... ნახევრად შიშველი, მშიერი, დაშინებული ადამიანები, წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობაში... მაშინვე გაჩნდა სურვილი მათ დავხმარებოდით, თუმცა არ ვიცოდით როგორ. მიგვქონდა საკვები, ტანსაცმელი, საუბრობდნენ თავიანთ დიალექტზე. ლტოლვილებს ინტეგრაცია რომ გაადვილებოდათ შევქმენით სომხური ენის კურსები. გავაკეთეთ ბევრი პროგრამა. ისინი ჩამოვიდნენ აზერბაიჯანიდან, რომელიც უფრო მეტად საბჭოთა ქვეყანა იყო. ჩვენთან მათ დახვდათ მეტი დემოკრატია. საჭირო იყო ყველაფრის ახსნა, სომხეთის შესახებ ინფორმირება.
საბჭოთა მეცნიერებმა, პროფესორებმა მაშინ არც კი ვიცოდით რომ ფაქტობრივად შევქმენით პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია. ლტოლვილების თემაზე ბევრი წარმატებული პროგრამა გავაკეთეთ. დავიწყეთ საზოგადოებრივი, სამოქალაქო მოძრაობა. ამერიკული ფონდის დახმარებით ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა. არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი ჯგუფები სომხეთში იყვნენ ენთუზიასტები, საქმეზე შეყვარებულები, მოხალისეები. ეს სულისკვეთება გადამდები იყო.
დროთა განმავლობაში ჩვენი იტერესების სფერო გაფართოვდა. დავიწყეთ აქტივობები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის. პროფესიით მე ვარ მკვლევარი და ვცდილობ ნებისმიერი პრობლემის შესწავლას. შემთხვევით შევხვდი ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ისხედნენ პენსიონერებთან და მზესუმზირით და სხვებზე დაკვირვებით გართობა წარმოადგენდა მათ ყოფას. ზოგი სკოლაში ვერ მიდიოდა გაცვეთილი ტანსაცმლის გამო, ზოგმა დაამთავრა და ვერაფრით დაკავდა... მათთვის ერთადერთი `გამოსავალი~ არის გათხოვება. ადამიანების ეს კატეგორია არ არსებობს საზოგადოებისათვის. მათ არასოდეს უმუშავიათ, სამინისტრო, სახელისუფლებლებო უწყებები მათ განვითარებაზე ვერ ზრუნავს. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთეთ საკმაოდ წარმატებული პროექტი `გოგონები და ლიდერობა~.
- გოგონების მაგალითის ფონზე ალბათ, სომხეთში რთულია ქალისათვის კარიერის შექმნა?
- საბჭოთა, უფრო სწორად, სოციალისტური სისტემის დიდ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს უფასო განათლება. თუმცა იყო ტაბუ, შეზღუდვა, მაგრამ შეიძლებოდა ასე თუ ისე საკუთარი შესაძლებლობის რეალიზება. დღეს გახსნილია საზღვრები და თვალსაწიერიც. შეიცვალა ცხოვრების სტანდარტი, ღირებულებები, ხელისუფლების შინაარსიც და ხარისხიც. სამწუხაროდ, უფინანსობა ბევრ დაბრკოლებას ქმნის.
თუ ქალის პოლიტიკაში მოსვლაზეა საუბარი, ზოგადად, კვოტირების წინააღმდეგი ვარ. თავად კვოტა მიმაჩნია დისკრიმინაციად. ამ გზით შეიძლება პარლამენტში მოხვდეს ქალი მხოლოდ სქესის წყალობით და არ ჰქონდეს პარლამენტარის საქმიანობის შესაბამისი უნარი. ჩვენს პარლამენტში ქალბატონები წარმოადგენენ მხოლოდ თავიანთ პარტიას და არ აქვთ სხვა, საერთო პრობლემურ საკითხეზე აქტიური პოზიცია, ერთად მოქმედების სურვილი. შესაძლებელია ეს თანდათანობით გაჩნდეს.
ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე კვოტირება დასაშვებია როგორც გარდამავალი ეტაპი. საზოგადოება უნდა მიეჩვიოს არჩევნებში ქალისათვის ხმის მიცემას, მხარდაჭერას და მისი როლის პოლიტიკაში დანახვას. ეს ძალიან ჭირს სომხეთში.
სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ნახავთ გაუნათლებელ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ბიზნესის გამოცდილება და უნარი, რასაც მარტო უნივერსიტეტში სწავლა ვერ უზრუნველყოფს. ელიტა, რომელსაც არ სურს ხელისუფლების დატოვება, ერთხელ მოვიდა და მართავს დღემდე. არჩევნები უშედეგოა, იგივე ხალხი რჩება, უფრო სწორად იტოვებს თავს. მიმაჩნია, რომ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ხალხი, ამას არ იმსახურებს. იდეაში, არჩევნები უნდა იყოს ქვეყნის წინსვლის გარანტი ახალი, პროგრესული ადამიანების მოსვლით ხელისუფლებაში. ხელისუფლება უნდა ქმნიდეს მოქალაქეთა რეალიზებულობის, განვითარების მექანიზმებს. ამაზე ბევრს ლაპარაკობენ, უშედეგოდ. ჩვენი ქვეყანა წლების მანძილზე ვითარდებოდა რუსეთთან ერთად. ახლაც გვაქვს საერთო პრობლემები - ჯანდაცვის სისტემაში, ეკოლოგიური საშიშროება, მექრთამეობა, კორუფცია აქამდეც იყო და და არის. კრიტიკა ადვილია, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი. პირველ რიგში, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც ემსახურება საზოგადოების, ქვეყნის წინსვლას.
პარლამენტში უმცირესობა ოპოზიციის მუშაობა უშედეგოა, იგი ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილებაზე გავლენას.
- ოჯახში ძალადობის თემა არის აქტუალური? არსებობს შესაბამისი კანონი?
- ზუსტად ვერ გეტყვით კანონის თაობაზე. ძალადობა ან არის ან არა. და თუ ვსაუბრობთ ამაზე, ეს არ ნიშნავს, რომ ვართ სომხური ოჯახების წინარმდეგი, პრობლემა უნდა დაინახო და იზრუნო მის მოგვარებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება სტაგნაცია. ამ თემაზე მუშაობენ არასამათავრობოები. საუბრობენ ისინიც, ვინც ადრე დუმდა. არის კრიზისული ცენტრები. ჩვებს პატრიარქალურ საზოგადოებაში აქტუალურია საკითხი, იქედან ქალს შეუძლია ოჯახში დაბრუნება? მას უნდა შეეძლოს ეს. ოჯახი ვერ უგებს ქალს. არ უჭერს მხარს მის ბრძოლას უფლებებისათვის. ბევრი ქალი მალავს თავის პრობლემას. საქართველოში ამ მხრივ უკეთესობაა.
- ასეთი პროფილის ორგანიზაციებს მხარს უჭერს მამაკაცები?
- ჩვენ განვიხილეთ ეს თემები `მრგვალი მაგიდასთან~, სადაც მოწვეული გვყავდა განათლებული ადამიანები. მიგვაჩნდა, რომ ამ კატეგორიის ხალხისათვის მიუღებელია ძალადობა ქალზე. აღმოჩნდა, ვცდებოდით. საჭიროა სპეციალისტების ჩართვა და მუშაობა, კვლევები.
- არჩევნების თავისუფლება ხელისუფლების წნეხიდან უკავშირდება დემოკრატიის ხარიხს. არის მედიის, გამოხატვის თავისუფლება?
- ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგადაა, დაშვებულია ხელისუფლების კრიტიკა ცალკეული პირებისაგან, რაც იბეჭდება გაზეთებში, შუქდება მედიით. ჟურნალისტებიც ძალიან გაბედულები არიან. ძალიან ბევრია სამთავრობო სატელევიზიო არხი. ზოგი მათგანი მთავრობის კუთვნილებაა, ზოგიც - მხარდამჭერი. ხდება არჩევნების პერიოდში სარეკლამო დროით მთავრობის სასარგებლოდ მანიპულირება.
- ერევნის ცენტრიდან ჩანს მდიდარი, ხალისიანი სომხეთი. რა ხდება ქვეყანაში?
- არის სიღარიბე, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება, უმუშევრობის დიდი პროცენტია, დაბალი პენსიები. ეს არ ჩანს კომფორტულ კაფეებსა და ფეშენებლურ რესტორნებში, სუპერმარკეტებში. თავად სუპერმარკეტებიც არის სიღარიბის ერთ-ერთი მიზეზი, რადგან მან ჩაყლაპა პატარა მაღაზიები, სადაც უფრო სიიაფე იყო. სიღარიბის დაძლევის პროგრამები ფაქტორივად არ მუშაობს.
სხვა ქვეყნებში ბევრი ფიქრობს, რომ სომხებს წარმატებული ბიზნესის კეთება გენეტიკაში გვაქვს. ქვეყანაში არ არის ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პირობები. არ არის საჭირო შემწეობების დარიგება, საჭიროა მეწარმეობის განვითარების წახალისება. რასაც გვპირდებიან არჩევნების დროს...
პოსტსაბჭოთა ქვეყნების დიდი პრობლემაა, რომ საშუალო ფენა არ არსებობს მდიდრებსა და ღარიბებს შორის. საზოგადოების განვითარება კი სწორედ ამ ფენას ეყრდნობა.
მხოლოდ მდიდრების და ღარიბების არსებობა საშუალო საუკუნეებში გვაბრუნებს. ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება იმუშავოს თავისი ოჯახისათვის. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ამას ახერხებენ იმ ქვეყნებში, სადაც არის მცირე ბიზნესის მხარდაჭერა. ინდოეთში სომეხ ვაჭრებს მთელი ფლოტი ჰყავდათ და ინგლისთან ვაჭრობდნენ, კონკურენცის უწევდნენ იგლისელებს. სომხური დიასპორა წარმატებულად საქმიანობს სხვდასხვა ქვეყანაში. ცუდი ქვეყნები და ხალხი არ არსებობს, არსებობს ცუდი პირობები. ხალხი ცხოვრობს, მეზობლობს კონფლიქტების გარეშე, კონფლიქტებს ქმნის პოლიტიკოსები. საქართველო ძალიან მიყვარს. ჩვენ ვართ Uუძველესი ერები. ბევრი გვაქვს საერთო. ვართ ევროპის ნაწილი. უკეთესი მერმისის შექმნა თითოეული მოქალაქის აქტიურობით უნდა ვეცადოთ.