წიგნები საქართველოდან

დამატებულია: 2017-06-17
picture1

ალიონი. „წიგნები საქართველოდან“-ევროკავშირის ეგიდით ამ პროექტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახორციელებს. გუშინ, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „წიგნთაცვენა“ იყო. საიას ოზურგეთის ოფისის ორგანიზებით მოქალაქეებმა ათეულობით წიგნი _მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა გადასცეს აქციის მონაწილეებს.

„როგორც „ალიონს“ საიას“ მიგრაციული პროექტის აჭარა-გურიის რეგიონის კოორდინატორმა ირაკლი ვარშანიძემ უთხრა, აქციას წინ უძღვოდა საიას წარმომადგენლების არაერთი შეხვედრა გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, პოლონეთში, რუსეთსა და თურქეთში ქართველ ემიგრანტებთან.ისინი ითხოვდნენ ქართულ ენაზე გამოცემული წიგნების მიწოდებას, რასაც შემდეგ საიამ გაუკეთა ორგანიზება და მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის წიგნების შეგროვება.

ოზურგეთში მოქალაქეებმა საიას წარმომადგენლებს 250 ცალი წიგნი გადასცეს, მათ შორის გაზეთი „ალიონიც“ იყო.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.