მყარი ნარჩენები ექადიელთა პრობლემა

დამატებულია: 2017-06-23
picture1

ალიონი.ექადია ქალაქს ერთ-ერთი უბანია, სადაც . მცირე და საშუალო ბიზნესმენებიდან არაერთ აქვს მიწის ნაკვეთები მდინარე ბჟუჟის და მდინარე აჭისწყლის, ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიებზე. კარგია, თუკი ვინმე ეკოლოგიურად სუფთა ობიექტს ააგებს და მუშახელს დაასაქმებს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მიწის მეპატრონეების საქმიანობა, მყარი ნარჩენების შემოტანით და „ობიექტების“ შემდგომ გასაყიდად მომზადებით შემოიფარგლება. მათ შემოაქვთ ადამიანის ჯანმთელობისთვის საშიში ნაგავი. „გზამშენი 18“-ის მიმდებარედ მიწის მეპატრონემ სამშენებლო ანარჩენით ლამისაა მინი ფეხბურთის მოედანიც აითვისოს.

ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალური მაგისტრის გასწვრივ, მდინარე აჭისწყლის სანაპიროზე მიწის ფართობს ფლობს გ. ვასილიევი. ორი წლის წინ, აღნიშნულ ფართობზე ასეულობით კუბური მეტრი მყარი ნარჩენი შემოზიდეს. მაშინ ქალაქის მერის ჩარევით ეს პროცესი შეჩერდა, თუმცა ბიზნესმენს აღნიშნულ ფართობზე არანაირი ობიექტის მშენებლობა არ დაუწყია და ერთი წლის განმავლობაში, ტერიტორიაზე შესავლელში იყო წარწერა „იყიდება.“გასულ კვირაში აღნიშნულ ტერიტორიაზე კვლავ შეზიდეს სამშენებლო ნაგავი და საყოფაცხოვრებო ნივთები: ლეიბები, რეზინის მილები და ა.შ. მოსახლეობის ზარის შემდეგ რედაქცია დაინტერესდა ნარჩენების თემით და კომენტარისათვის ქალაქ ოზურგეთის მერიას მიმართა.

_ქალაქ ოზურგეთში თაყაიშვილის ქუჩაზე , შპს ,,გზამშენი 18“-ისა და მინი-სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრე აწარმოებს მიწის ნაკვეთის საამშენებლოდ მომზადებას. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და მშენებლობის ინსპექტირების სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების მიერ მიმდინარე წლის 21 ივნისს გაფრთხილებული იქნა მესაკუთრე, რომ დროულად მოხდეს არსებული მიწის ნაკვეთის ზედაპირის გასწორება და არასამშენებლო ნარჩენები გატანილ იქნას მიმდებარე ტერიტორიიდან.

რაც შეეხება ექადიის ტერიტორიაზე , მდინარე აჭის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არასამშენებლო ნარჩენებით დაბინძურების საკითხს, აღნიშნული სამსახურის მიერ მიმდინარე წლის 22 ივნისს მიწის კერძო მესაკუთრე გაფრთხილებული იქნა, რომ მან დროულად შეღობოს ტერიტორია , რათა არ მოხდეს ნარჩენების თვითნებურად დაყრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწის მესაკუთრეს მიმართ კანონის შესაბამისი ზომები გატარდება.

ქალაქში მიმდინარე მსგავსი სამუშაოები ყოველდღიურად კონტროლდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, რაც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიების დაცვას მყარი ნარჩენებისაგან და მათ დროულად გატანას -გვწერს -ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და მშენებლობის ინსპექტირების სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი შალვა გაბრიჩიძე

გაბრიჩიძემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ მდინარე აჭისწყლის პირას მდებარე ფართობი ეკუთვნის ბიზნესმენ გიორგი ვასილიევის ერთ-ერთ ვაჟს, ხოლო „გზამშენი 18“-ის მიმდებარე ტერიტორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს გიორგი ტაკიძეს.

საქართველოს კანონი_ ნარჩენების მართვის კოდექსი, ყველა ზემოთდასმულ კითხვაზე იძლევა პასუხს. მთავარია იყოს მისი დაცვის ნება, ხოლო დარღვევის შემთხვევაში გაწერილია რა სახის ფულადი ჯარიმები უნდა განხორციელდეს.

დააკისრებს თუ არა მომავლში გარემოს დანაგვიანებისათვის საჯარიმო სანქციებს ქალაქის მერია ბიზნესმენებს, ამაზე შუქრი გაბრიჩიძეს არ უსაუბრია.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.