ალიონი. მედალცვენის სასიამოვნო შემთხვევა დაფიქსირდა 26 ივნისს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ოზურგეთის მერიის საჯარო სკოლების 2016 წლის 35 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, რომლებიც დღეს უკვე წარმატებული სტუდენტები არიან, ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცა.
`თითზე ჩამოსათვლელია ისეთი მუნიციპალიტეტები, სადაც ამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია. ნამდვილად საამაყო თაობაა, რომელიც უთუოდ წონად სიტყვას იტყვის ჩვენი ქვეყნის მერმისში. ვულოცავ თითოეულს, მათ მასწავლებლებს, მშობლებს, ოზურგეთელ საზოგადოებას ამ დიდ წარმატებას, რომელიც ტრადიციად მოგვდევს, ისეთი პირი უჩანს, წლევანდელი სასწავლო წელიც არანაკლებ შედეგიანი გვექნება~. _ აღნიშნა ღონისძიებაზე ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა