ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და აჭარის ოფროუდის ფედერაციის ორგანიზებით კურორტ გომის მთაზე ოფროუდში ექსტრემალური შეჯიბრი ჩატარდა.
შეჯიბრების პირველ დღეს შავი ზღვის სანაპიროზე Jeep-ის მარკის ავტომობილებით ოფროუდერებმა საჩვენებელი შეჯიბრი მოაწყვეს, საიდანაც კურორტ გომის მთაზე გაემგზავრნენ. შეჯიბრში მონაწილეობდნენ: აჭარის, იმერეთის და თბილისის \"off-road\" კლუბის წევრები.
25 ივნისს , 5-საათიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული ოფროუდერები, რომლებსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ და კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა - ნატალია ხომერიკმა სპეციალური სიგელები და თასები გადასცეს.
_პროექტი „ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე\" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამთო და საზღვაო კურორტების პოპულარიზაციას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება. გომის მთაზე უკვე მეორედ მოეწყო ჯიპ-ტური, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია და პროექტის მასშტაბურობაც გაზარდა. დღეს ქვეყნის ყველაზე ექსტრემალმა ოფროუდერებმა ძალიან აზარტული სანახაობაგ ვიჩვენეს. სასიხარულოა, რომ ამას ბევრი უცხოელი და ადგილობრივი ტურისტი ხედავს, რაც მეტად გაზრდის კურორტის ცნობადობას მთელს რეგიონში“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
აჭარის ოფროუდის ფედერაციამ ჩემოპიონატის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს და კულტურის, სპორტისა დატურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს - ნატალია ხომერიკს მადლობის სიგელები გადასცა. შეჯიბრს არაერთი ტურისტული ჯგუფი და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ასეულობით ადამიანი დაესწრო.