საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დავით დონდუა დიპლომატებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. ბოლო პერიოდში გორის რაიონის სოფლებში ბერშუეთსა და სობისში, ასევე ქარელის რაიონის სოფლებში, კნოლევში, ცერონისში და ავლევში ე.წ საზღვრის ახალი მანიშნებლები დამონტაჟდა.