ალიონი. დღეს, ქ. ოზურგეთში, რესტორან „თამარიონში“ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გია ბენაშვილი; გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია, გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ქ. ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ადგილობრივი თვითმართველობის დეპუატატები; ქალაქის, დაბებისა და სოფლების „ქართული ოცნების“ შტაბების ხელმძღვანელები,„ქართული ოცნების“ სხვა აქტივი.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყდა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბს დავით დარჩია უხელმძღვანელებს, ხოლო მისი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე იქნება.
გაზეთი „ალიონი“ კომენტარისათვის დავით დარჩიას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ „თამარიონში“ არაოფიციალური შეხვედრაზე,რომელსაც პარლამენტარებიც ესწრებოდნენ, ისაუბრნენ რა გაკეთდა ოზურგეთში, რა დანაპირები ვერ შეასრულეს, როგორ ემზადებიან არჩევნებისთვის.
დარჩიამ ამ ეტაპზე საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის და მისი მოადგილის დანიშვნის შესახებ რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება უარყო.