კურორტ გომისმთაზე წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა

დამატებულია: 2017-08-21
picture1

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კურორტ გომისმთის განვითარების თემა წინ წამოიწია. კურორტის კეთილმოწყობაზე ფიქრი იმჟამინდელი ოზურგეთის რაიონის ღირსეულმა ადამიანებმა დაიწყეს. ამ თემაზე კურორტ გომისმთაზე რამდენიმე შეხვედრაც კი გაიმართა.

საბედნიეროდ, ყველა ამ შეხვედრას ვესწრებოდი და შესაბამის სტატიებს ვამზადებდი. შეიქმნა გომისმთის განვითარების არაოფიციალური საბჭო, რომელშიც შედიოდნენ: ენერგეტიკოსები რენო ურუშაზე და გურამ ბურჭულაძე; არქიტექტორები საყვალა სალუქვაძე და ოლეგ ჩხაიძე; შემოქმედის კოლმეურნეობის იმჟამინდელი თავკაცი ნიკოლოზ ბურჭულაძე და კიდევ რამდენიმე პირი.

პირველი, რომელიც მათ შეძლეს, ეს იყო კურორტზე ბჟუჟჰესიდან ელექტროგადამცემი ხაზის მიყვანა კურორტ გომისმთაზე, თუმცა კურორტის ელექტროფიცირება ვერ მოასწრეს 90-იანი წლების დასაწყისის ცნობილი მოვლენების გამო.

ამჟამად ბჟუჟჰესი“-გომისმთის გაქურდვას გადარჩენილი ელექტროგადმცემი ხიმინჯები „ენერგო პრო ჯორჯიას“ ეკუთვნის.... „ქართული ოცნების“ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კურორტ გომისმთის განვითარება აქტიურ ფაზაში შევიდა. მოხდა „ბჟუჰესი“ -გომისმთის გზის რეაბილიტაცია, რომლის სამუშაოებს ყოველწლიურად ასრულებს შპს „გზამშენი 18“. და რაც ყველაზე მთავარია,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2016 წელს დაიწყო გომისმთის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ნდს მშენებლობა“ (დირექტორი ზურაბ გუგეშაშვილი) აწარმოებს. ეს უნიკალური პროექტი ზღვის დონიდან 2200-2500 მეტრს სიმაღლეზე ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 840 000 ლარს შეადგენს, საიდანაც„ნდს მშენებლობამ“ 550 000 ლარის სამუშაოები უნდა შეასრულოს.

გასულ კვირას აღნიშნულ მშენებლობას წელს მეორედ ვესტუმრეთ და მშენებლობის მიმდინარეობას გავეცანით, მშენებლებს და კურორტის დამსვენებლებს ვესაუბრეთ.

შპს „ნდს მშენებლობა“ სამუშაოთა მწარმოებელი ცეზარ ქერქაძე:

_შარშან 200 000 ლარის სამუშაოები შევასრულეთ. გომისმთაზე 18 ოქტომბრამდე დავყავით, მესამე გათოვებამდე. შემეგ აქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ვერ ვიმუშავებდით. წელს მაისში გავაგრძელეთ მუშაობა.

ერთ-ერთი მთავარი ობიექტი, რომელიც დასრულდა, ეს 300 კუბური მეტრი მოცულობის წყალ მიმღები რეზერვუარია.აქვე აშენდა საქლორეტარო, რომელიც კურორტის დასვენებლების გაფილტრული სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. ობიექტი პროექტის მიხედვით შემოვღობეთ.

პროექტის მიხედვით, წყალსადენის სათავე, კურორტიდან 7,3 კილომეტრის დაშორებით „ჭინჭაოს“ ტბის მიდამოებშია.წელს დიდი თოვლი იდო „ჭინჭაოს“ ტბისაკენ მიმავალ გზაზე და მშენებლებმა ივლისში შეძლეს აქ სამუშაოების დაწყება. ამჟამად წყალშემკრები #1, #2 ნაგებობა დასრულებულია. აღნიშნული ნაგებობებიდან 89-მმ-იანი მეტალის მილებით წყალს წყალშემკრები რეზერვუარი მიიღებს.

ცეზარ ქერქაძის თქმით, მშენებლებს არ აკლიათ ყურადღება ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან. მერაბ ჭანუყვაძე ხშირადაა მშენებლებთან. ასევე მათ ურთიერთობა აქვთ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურთან.

კურორტიდან 2 კილომეტრის დაშორებით, დიდვაკეს დასაწყისში ტექნიკა მიწის გათხრას ახდენს, რომელშიც შემდეგ წყლის მილები უნდა ჩაწყოს. ტრაქტორისტი ივანე კვირიკაშვილი კახელია, სოფელ ვაქირიდან.

_ ჩემი პროფესიის კაცს ხან სად მიწებს მუშაობა და ხან სად. თითქმის საქართველოს ყველა კუთხეს ვიცნობ. ძალიან მოხიბლული ვარ გურიის მთებით. მიხარია, რომ კარგ პროექტს ვახორციელებთ -გვითხრა მან. თუ როგორ აფასებენ ამ პროექტს, კურორტის მასვენებლებსაც ვესაუბრეთ.

ნოდარ ოქროპირიძე, სოფელ ქობულეთი: _მშენებლები ხარისხიანად მუშაობენ. ყველა ველოდებით ამ პროექტის დასრულებას. წყალი კურორტის პრობლემაა. დიდი მადლობა მთავრობას . იმედი გვაქვს, მომავალ წელს წყალი ონკანში გვექნება.

ჯემალ ინაიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი: _საუკეთესო პროექტია. თანაც ცეზარ ქარქაძე გამოცდილი მშენებელია. სად არ განუხორციელებია

მინდა ერთ თემას შევეხდო. 1970 წლიდან მქონდა სახლი აქ. საბუთების აღდგენა მინდა, მეუბნებიან: _კურორტის განვითარების გეგმა უნდა მომზადდეს ჯერ. ველოდები...

ამ პროექტის გარშემო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის შემოწმედის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელმა ბესიკ ლომინაძემაც გაგვიზიარა თავისი აზრი:

_ დიდი საქმე კეთდება. იმედი გვაქვს ამას შემდეგი პროექტები მოჰყვება.ძალიან კარგი პიროვნებაა ცეზარ ქერქაძე. რთულ პირობებში მაღალპროფესიულად ასრულებს მის საქმეს. იმედი გვაქვს მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, რომლის შემდეგ დაიწყება დაქსელვის სამუშაოები. მართალია დაქსელვა არ შედის, „ნდს მშენებლობამ“, მაგრამ გვპირდებიან, რომ მთავარი რეზერვუარიდან ერთ მთავარ მაგისტრალს გაიყვანენ. მინდა მადლობა გადავუხადო ამ ხალხს. შპს „ნდს მშენებლობა“ წელსაც კურორზე მესამე თოვლის დადებამდე აპირებს მუშაობას.

ავტორი: ნუგზარ ასათიანი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.