ხვალ მერაბ ჭანუყვაძეს გურიის გუბერნეტორად წარადგენენ

დამატებულია: 2017-08-22
picture1

ალიონი. ხვალ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს გურიის გუბერნატორად წარადგენენ. ამ მისიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი კახაგულედანი შეასრულებს.

მერაბ ჭანუყვაძემ დღეს გურიაში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა. ბრიფინგს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მერაბ ჭანუყვაძე გურიის მე-12 გუბერნატორი იქნება. მანამდე ამ პოსტზე მუშაობდნენ: მიხეილ ჭკუასელი, ოლეგ ნიკოლეიშვილი, კარლო გუჯაბიძე, ვახტანგ გოლიაძე, ჟანი კალანდაძე, ალექსანდრე ცინცაძე, მიხეილ სვიმონიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ვალერი ჩიტაიშვილი, გიორგი ჩხაიძე, გია სალუქვაძე.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.