კახა გულედანმა გურიის ახალი გუბერნატორი წარადგინა

დამატებულია: 2017-08-23
picture1

დღეს, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე გურიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების, ჟურნალისტების წინაშე გურიის გუბერნატორად წარადგინა.

გულედანმა მოკლედ ისაუბრა მერაბ ჭანუყვაძის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და წარმატებები უსურვა ახალ გუბერნატორს.

მერაბ ჭანუყვაძემ წარდგენის ცერემონიალის შემდეგ მცირე თათბირი გამართა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.