ყოფილი და მოქმედი დეპუტატები დამოუკიდებლად იყრიან კენჭს

დამატებულია: 2017-08-23
picture1

დღეს, ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სამმა პიროვნებამ შეიტანა განცხადება. შოთა ართმელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იყო და ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობდა. იგი 21 ოქტომბრის არჩევნებში დაბა ნასაკირალში დამოუკიდებლად იყრის კენჭს.

ილია მამალაძე და რესან გაბაიძე ამჯამინდელი საკრებულოს მოქმედი დეპუტატია. ისინი „ქართულმა ოცნებამ“ 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებში პარტიიდან დეპუტატობის კანდიდატებად არ წარადგინა.

ილია მამალაძე სოფელ ასკანაში იყრის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს, ხოლო რესან გაბაიძე დაბა ლაითურში.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.