ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად 10 პიროვნებამ შეიტანა განცხადება.
შოთა ართმელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იყო და ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობდა. იგი 21 ოქტომბრის არჩევნებში დაბა ნასაკირალის #60/05 საარჩევნო უბანში დამოუკიდებლად იყრის კენჭს.
ილია მამალაძე და რესან გაბაიძე ამჟამინდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი დეპუტატია. ისინი „ქართულმა ოცნებამ“ 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებში პარტიიდან დეპუტატობის კანდიდატებად არ წარადგინა.
ილია მამალაძე სოფელ ასკანის #60/06 საარჩევნო უბანში, ხოლო რესან გაბაიძე დაბა ლაითურში, #60/02 საარჩევნო უბანში დამოუკიდებელ კანდიდატებად იყრიან კენჭს.
სოფელ ასკანის #60/06 საარჩევნო უბანში კიდევ ერთი კანდიდატი, ირაკლი ჯაველიძე იყრის კენჭს; #60/04 ურეკის _ ჯაბა მიქაბერიძე, #60/08 ბახვის _ მამუკა ანდღულაძე, #60/10 გურიანთის _მაია ზოიძე,#60/15 ლიხაურის _ ტარიელ რუსიეშვილი, #60/16 მაკვანეთის _მერაბ ვასაძე, #60/18 მერიის _ ვაჟა ჩანჩიბაძე, #60/ 21 ნატანების _ილია ნიკოლაიშვილი, #60/23 _სილაურის _ხვიჩა კილაძე იყრის კენჭს. ქალაქ ოზურგეთის #60/01/02 უბანში ქალაქის საკრებულოს წევრი ლევან მგელაძე იყრის კენჭს.