ბეგი სიორიძე: „მე თუ შეგპირდებით, აუცილებლად შევასრულებ“

დამატებულია: 2017-09-19
picture1

უფასო პოლიტიკური რეკლამა

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ბეგი სიორიძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ შრომიდან დავით ჭაკნელიძე ადგილობრივ ამომრჩევლებს შეხვდნენ.

შეხვედრა სოფლის ცენტრში გაიმართა, რომელიც „ქართული ოცნების“ ოზურგეთის სტაბის თავმჯდომარე დავით ღურჯუმელიძემ გახსნა.

შრომელებს მიესალმა ოზურგეთის თეატრის დირექტორი, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ვასილ ჩიგოგიძე.

ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ესაუბრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელებულ პროექტებზე, როგორც ოზურგეთში, ისე სოფელ შრომაში და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ბეგი სიორიძის და დავით ჭაკნელიძის მხარდაჭერა გამოხატა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩიამ, შემდეგ სიტყვით დავით ჭაკნელიძე გამოვიდა..

ამომრჩევლებმა ეთერ გაბეჩავამ, ცისანა დიასამიძემ და მზევინარ თურმანიძემ სოფლის პრობლემებზე ისაუბრეს.

_ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერთ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ გვინდა ხელისუფლების მეტი ყურადღება, რომ სოფელს ჰქონდეს ბუნებრივი აირი, წყალი, მოგვხედონ „ფაროსანას“ წინააღმდეგ ბრძოლაში და აშენდეს ახალი ბაგა-ბაღის შენობა _თქვეს ცისანა დიასამიძემ და მზევინარ თურმანიძემ.

_ არ მიყვარს დაპირებების მიცემა, მაგრამ დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ: ბუნებრივი აირი სოფელ შრომას 2018 წლის ბოლომდე ექნება, წყალი ცოტა უფრო მოგვიანებით. საბავშვო ბაღის შენობა სოფელში მომავალი წლის ბოლომდე აშენდება. რაც შეეხება „ფაროსანას,“ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამ მეტად საშიშ მავნებელთან გასამკლავებლად.იყო ხარვეზები შეწამვლის დროს, მაგრამ ამას ცალკეულმა ადამიანებმაც შეუწყვეს ხელი. სპეციალისტების რჩევით ამ ეტაპზე მოსახლეობაც უნდა ჩაერთოს მავნებელთან წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ უფასოდ დაურიგდებათ ძვირადღირებული ამერიკული პრეპარატები, რათა პრევენციული ზომები საკუთარ ფართობებში გაატარონ -აღნიშნა ბეგი სიორიძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.