26 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომა.სხდომას უძღვებოდა პარტიის თავმჯდომარე დავით დარჩია. ესწრებოდნენ ბიუროს წევრები: გიორგი ღურჯუმელიძე, კობა დუნდუა, დავით ჭაკნელიძე. არ ესწრებოდა _სოსო ერქომაიშვილი.
სხდომაზე განიხილეს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“წევრის კონსტანტინე შარაშენიძის მიერ პარტიის წესდების დარღვევის ფაქტები, მიიღეს გადაწყვეტილება და პარტიის სამდივნოს გაუგზავნეს რეკომენდაცია პარტიული, დისციპლინარული სახდელის შესახებ.
მსგავსი რეკომენდაციები გაეგზავნა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს პარტიის წევრების ტიტე ბაქანიძის, ამირან ბაქანიძის, გრიგოლ კოსტავას, ალექსანდრე ცეცხლაძისა და ალექსანდრე ბურძგლას მიმართ.
გარიცხვის მიზეზად ოქმში პარტიის მესამე მუხლია მითითებული: _ ამ მუხლის თანახმად, პარტიის წევრმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოს საქმიანობაში და არ გააკეთოს განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება პარტიის პოლიტიკურ კურს, პოზიციას, მიზანს და ამოცანებს. თავის ქმედებით არ დაუშვას პარტიის დისკრედიტაცია.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია სატელეფონო საუბარში მცირე კომენტარით შემოიფარგლა: _ჩვენ სხდომაზე არავინ არ გაგვირიცხავს. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაცია მივეცით პარტიის ცენტრალური ორგანიზაციის სამდივნოს.ამაზე დიმიტრი სამხარაძემ გააკეთა განცხადება.
გაზეთი „ალიონი“პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“პრესსამსახურის უფროსს მანანა თოქმაჯიშვილს დაუკავშირდა.
_კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. ამ ნაბიჯით მან მმართველ გუნდს უთხრა უარი. პარტიამ წესდების სესაბამისად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება -აღნიშნა მან. გასულ პარასკევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა.
_„როდესაც მივიღე გადაწყვეტილება დავრეგისტრირებულიყავი მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად, მე იმედი მქონდა, მხოლოდ პირადად ჩემი რესურსის, ჩემი მხარდამჭერების და ოზურგეთის ამომრჩეველის . მე ვერ და არ დავეყრდნობი პარტიულ რესურს.მე ყოველთვის ვუსვამდი ხაზს რომ გახლავართ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს ძალიან კარგად იცის ოზურგეთის ამომრჩეველმა, არასდროს არც ერთ არც საჯარო და არც პირად შეხვედრაზე არ მითქვამს რომ ვარ პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ნურავინ თვლის, რომ შესაძლებელია ამომრჩვლის შეცდომაში შეყვანა და მოტყუება.
რა თქმა უნდა, საწყენია პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რადგან უმნიშვნელოვანესი წვლილი მაქვს შეტანილი ოზურგეთში პარტიის დაფუძნებასა და 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებაში. ეს იცის ყველამ და მაქვს უფლება ეს გავიხსენო, ამას ვერავინ წამართმევს. პარტიიდან გარიცხვა არ არის ჩემთვის გადამწყვეტი, მე არ ვიყენებ პარტიულ რესურს, ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის და მათზე ზრუნვისათვის. ამაზე იმათმა იდარდონ, რომელთაც პარტიული მხარდაჭერის და რესურსის გარდა არაფერი დარჩათ, არც პიროვნული და არც ხალხის მხარდაჭერა.
გამარჯვების შემთხვევაში, გაცნობიერებული მაქვს რომ უნდა ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან ოზურგეთის საკეთილდღეოდ. ორიენტირებული ვიქნები ოზურგეთის მოსახლეობაზე და პასუხისმგებელი. მწამს ოზურგეთელები ყველაფერს სწორად შეაფასებენ და მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას 21 ოქტომბერს.“ შარაშენიძემ პასუხი გასცა ჟურნალიტების შეკითხვებს.
„_ მე ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას და ბრძოლას შედეგებისთვის!“_აღნიშნა მან.