21 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 35 639 ამომრჩეველმა, ანუ ამომრჩეველთა 57 21 პროცენტმა.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით მერობის კანდიდატები არჩევნების მეორე ტურს გამართავენ: ყაზბეგის #29, ხაშურის #35, ხაშურის #36, ქუთაისის #59, ოზურგეთის #60, მარტვილის #65 საარჩევნო ოლქებში.
ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ბეგი სიორიძემ 43,39 პროცენტი მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ_ 41,81 პროცენტი. არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღს ცეესკო 1 ნოემბრამდე გამოაქვეყნებს. დანარჩენმა კანდიდატებმა ხმის შემდეგი რაოდენობა მიიღეს: მიხეილ გოგოტიშვილი _6,16%; გოჩა ძიმისტარიშვილი _0.89%; თორნიკე გოგუაძე_6,23%; დავით მამალაძე _1,25%; კობა ჯორბენაძე _ 0,25%.
პარტიებმა ხმების შემდეგი რაოდენობა მიიღეს:
#2 ბაქრაძე-უგულავა _3270 ხმა (9,75%);
#3 ბლოკი „ბურჯანაძე-დემოკრატები“_720 ხმა (2, 15%);
4. ე.დ.მ _ 60 ხმა (0,18%);
5. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ 4435 ხმა (13,22%);
6. რესპუბლიკური პარტია _ 305 (0,96%);
8. „პატრიოტთა ალიანსი“ _ 3378 ხმა (10,7%);
10. საქართველოს ლეიბორისტული პარტია _ 1529 ხმა (4,56%);
31. ბლოკი „თავისუფლება“_ზვიად გამსახურდიას გზა _267 ხმა (0,80%);
41. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“_ 19 574 ხმა (58,36%).
არჩევნების შედეგების მიხედვით „ქართული ოცნების“ პარტიული სიიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები გახდნენ: დავით დარჩია, გიორგი ღურჯუმელიძე,მარიკა ჩხიკვიშვილი, ლავრენტი ბიგვავა, ქეთი ვასაძე, ბახვა დოლიძე, ხათუნა ცერცვაძე, გეგა ჩავლეიშვილი, ვასილ ჩიგოგიძე; პარტიული სიით 2-2 მანდატს მიიღებენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა:“_ შალვა თავდიშვილი, თორნიკე გოგუაძე; „პატრიოტთა ალიანსი“: _შოთა გოგიბერიძე, ნანული ორაგველიძე; „ევროპულ საქართველოს“, „ლეიბორისტულ პარტიას“ საკრებულოში თითო დეპუტატი ეყოლება. ესენია: მიხეილ გოგოტიშვილი, დავით მამალაძე.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, ქ. ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნებიდან“ლელა საჯაიამ (58,18%),ლევან თოიძემ (66,98%) და დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ (42,19%) გაიმარჯვეს. დაბებისა და სოფლების მაჟორიტარი ოლქებიდან 2 ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს: დაბა ნასაკირალში _ბესო ქათამაძემ; სოფელ ჭანიეთში _დავით მჟავანაძემ, ხოლო სოფელ გურიანთაში დამოუკიდებელმა კანდიდატმა მაია ზოიძემ გაიმარჯვა.
„ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარებს შორის ყველაზე მაღალი შედეგი სოფელ კონჭკათში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი შედეგი _სოფელ ასკანაში.
დაბებისა და სოფლების შედეგები ასეთია:
ასკანა_ლევან ნინიძე (39,2 %); ბახვი _ეროდი გორდელაძე (44,71%); ბოხვაური _გელა ჩავლეიშვილი (70,65%); გურიანთა _მაია ზოიძე (42,76%); დვაბზუ _როზეტა სკამკოჩაიშვილი (41,43%); ვაკიჯვარი _ვახტანგ ნიჟარაძე (63,62%); კონჭკათი-გელა აროშიძე (92,96%); თხინვალი _ვალერიან ჩხაიძე (67,98%); ლაითური _გიორგი ჩაგანავა (50,91%); მერია _ალექსანდრე ღლონტი (43.03); მელექედური _ლევან კილაძე (55,54%); ნარუჯა _ვალოდია ბერიძე (61,04%); ნაგომარი _ჯემალ თავართქილაძე (63,31%); ნასაკირალი _ბესო ქათამაძე (59,9%); ურეკი _გოჩა მდინარაძე (58,91 %); ლიხაური _გიორგი თოიძე (68,49%); მაკვანეთი _ბექა თოიძე (61,49%); ნატანები _თამაზ ტუღუში (44,64%); მთისპირი _ვლადიმერ ჩავლეიშვილი (57,57%); სოფ.ოზურგეთი _ვლადიმერ ღლონტი 43,07%); სილაური _გოჩა კილაძე(75,94%); შემოქმედი _თამაზ ბურჭულაძე (44,57%); შრომა _დავით ჭაკნელიძე (73,58%); ცხემლისხიდი _ლალი სიჭინავა (46,61%); ჭანიეთი _დავით მჟავანაძე (55,79%); ძიმითი _ტიტე მგელაძე (57,26%); ჯუმათი_მერაბ ბერიძე (89,06).