შარაშენიძის მხარდამჭერები პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ

დამატებულია: 2017-11-09
picture1

9 ნოემბერს ოზურგეთის მერობის კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბში მხარდამჭერებმა წერილობით მიმართეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ გიორგი-კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.

,`...დღემდე არსებულ არც ერთ მთავრობას არ უკადრებია ჩვენთვის ის, რ აც ოზურგეთში ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადების შემდეგ. თქვენი სრული გულგრილობის ფონზე, დანაშაულებრივი მეთოდებით, ადგილობრივ ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობს კრიმინალური მენტალობის კორუმპირებული დაჯგუფება...

არსებულ მდგომარეობაზე თუ დღემდე არაფერი იცოდით, ამჟამად საჯაროდ ვახდენთ თქვენს ინფორმირებას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გურიაში, კერძოდ კი ოზურგეთში კრიმინალური დაჯგუფების მიერ ადგილობრივ ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ხორციელდება: ამომრჩევლებზე ძალადობა, დაშინება, შანტაჟი და მოსყიდვა. ჯერარნახული ზეწოლა ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულ ადამიანებზე. ნარკოტიკების გადაცემა კრიმინალური მენტალობის ადამიანებისთვის, სახელისუფლებო კანდიდატის დახმარების სანაცვლოდ. ანგარიშსწორების მუქარით გადაუბირებელი ამომრჩევლისათვის არჩევნებზე გამოუცხადებლობის მოთხოვნა.\"

ხელმოწერების შემდეგ მერობის კანდიდატმა, შტაბის წევრებმა და მხარდამჭერებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.