გიორგი როყვა აცხადებს, რომ ”ევროპულ საქართველოს” წარმოადგენს და კოტე შარაშენიძის შტაბთან შეხება არ აქვს

დამატებულია: 2017-11-10
picture1

გიორგი როყვა მისი გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს უარყოფს. როგორც როყვამ გუშინ, ოზურგეთის რაიონული პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, ის ბოლო ორი დღის განმავლობაში მეგობრებთან ერთად, ქალაქგარეთ იმყოფებოდა. გიორგი როყვა, ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ მან, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელს მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.

ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი როყვამ აღნიშნა, რომ ის პარტია ”ევროპულ საქართველოს” წარმოადგენს და ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის შტაბთან შემხებლობაში არ არის.

”ქალაქგარეთ ვიყავი გასული მეგობრებთან ერთად. გავრცელებულა ინფორმაცია გატაცებასთან დაკავშირებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შველა არავისგან და არაფრისგან მჭირდებოდა. მე არჩევნებზე კენჭს ვიყრიდი ”ევროპული საქართველოდან”, ასე რომ, არც ერთი სხვა პარტიის წარმომადგენელი არ გახლავართ”, - განაცხადა გიორგი როყვამ. სამართალდამცავებმა ოზურგეთში ორი დღის წინ გაუჩინარებული გიორგი როყვა გუშინ, დღის მეორე ნახევარში იპოვეს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.