ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის დვაბზუს #25 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ნაირა გურასაშვილის თქმით, 1116 ამომრჩეველიდან 14 საათისათვის მათთვის სასურველ კანდიდატს ხმა მისცა 420 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 38 პროცენტია. 9 საათსა 12 წუთზე გატანილი გადასატანი ყუთი 13 საათსა 52 წუთზე, ჩვენი იქ ყოფნისას დაბრუნდა. გადაცემული 35 ბიულეტენიდან გამოყენებულია -29. 6 გამოუყენებელი ბიულეტენი წესისამებრ ჩაბარდა კომისიას.
საარჩევნო უბანზე მოცემულ დროში რაიმე სახის დარღვევა არ დაფიქსირებულა. ამასვე ამბობს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ქეთევან ჭეიშვილი.
_აქ ჯერჯერობით არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რაიმე
სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია -გვითხრა ჭეიშვილმა.
პირველ ტურში აქ თავისი პოლიტიკური ნება გამოხატა 713 ამომრჩეველმა, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 64 პროცენტმა. სავარაუდოდ აქტივობა არც მეორე ტურში იქნება ნაკლები.